აღარც შამპუნი დაგჭირდებათ, არც ბალზამი და არც ნიღბები თმის ცვენის შესაჩერებლად და მათი ზრდის დასაჩქარებლად ხახვზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ. სასარგებლოა და გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. ვინც ამ მეთოდს იყენებს, აცხადებს, რომ აღარც შამპუნი დაგჭირდებათ, არც ბალზამი და არც ნიღბები სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობით.
სკეპტიკოსების გასაგონად დავამატებთ, რომ კოსმეტიკაში ხახვის ეფექტურობა მეცნიერებმაც დაასტურეს. ხახვი ამაგრებს თმის ძირებს, ებრძვის ქერტლსა და სოკოვან დაავადებებს.
მარტივი წესები ხახვის დახმარებით თმის გასაზრდელად:
ხახვი და თაფლი
ერთი ჭიქა ხახვის წვენი ერთ სუფრის კოვზ თაფლთან აურიეთ. ეს ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ და 15 წუთის განმავლობაში ისრისეთ.
ხახვი და კონიაკი
დაანაკუწეთ ხახვი და დაასხით ნახევარი ჭიქა კონიაკი. გააჩერეთ მთელი ღამით. მეორე დღეს გაწურეთ და გადაივლეთ დაბანის შემდეგ.
ხახვი საჭმელში
რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ხახვი ყოველდღიურ საკვებში. მართალია ეს მეთოდი ისე სწარაფად არ ზრდის თმას, როგორც ზემოჩამოთვლილები.
ხახვი უცრემლოდ
დაჭერით ხახვი, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და 10 წუთით ადუღეთ, გააგრილეთ და გაწურეთ. გადაივლეთ თავის დაბანის შემდეგ.
სუნი რომ სწრაფად გაგცილდეთ, შემდეგ ლიმონიანი წყალი გადაივლეთ. ერთ ლიტრ წყალზე 2 კოვზი ლიმონის კონცენტრატი დაგჭირდებათ.
ეს მეთოდები სისტემატურად გამოიყენეთ და 2 თვეში რაპუნცელის დალალები გექნებათ.
ძველებური რეცეპტები ბავშვის თმის სწრაფად ზრდისა და გაჯანსაღებისთვის