რაც არ უნდა ბევრი ვთქვათ მობილური ტელეფონის მავნებლობაზე, მასზე უარს ვერ ვიტყვით რაც არ უნდა ბევრი ვთქვათ მობილური ტელეფონის მავნებლობაზე, მასზე უარს ვერ ვიტყვით. სამწუხაროდ, ვერც ამ აპარატის ბავშვებისგან იზოლირებას ვახერხებთ. ამიტომ ჯობია გარკვეული წესები დავიცვათ, რათა არც უფროსების და არც ბავშვების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დადგეს.
ჩვევად გაქვთ, რომ ძილის დროს ტელეფონი მუდამ გვერდით გედოთ? ამ მავნე ჩვევაზე უარი უნდა თქვათ. ტელეფონი მძინარე ადამიანისგან რაც შეიძლება შორს უნდა იდოს, თუნდაც გამორთული. თქვენი ტელეფონი მუდმივად "ეძებს" ქსელს. ამ დროს გამოყოფილი მაგნიტური ტალღები მავნებელია ადამიანისთვის.
ტელეფონის გამოსხივება მაქსიმუმს მაშინ აღწევს, როცა აბონენტების ერთმანეთთან დაკავშირება ხდება, ანუ როცა ვინმეს ურეკავ და გესმის, როგორ გადის ზარი. ამ მომენტში ჯობია ტელეფონი ხმამაღალი საუბრის რეჟიმზე გადაიყვანოთ. ამით თქვენი თავი დაცული იქნება გარკვეული რისკებისგან.
ბავშვი ტელეფონზე დღეში 15 წუთზე მეტს არ უნდა ლაპარაკობდეს. თუ მეტი დროით საუბარია საჭირო, კვლავ ხმამაღალი რეჟიმი გამოიყენეთ ან სკაიპზე გადაერთეთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, ხშირად გამოიყენოთ სატელეფონო საუბრებში ხმამაღალი რეჟიმი და რაც შეიძლება შორის იქონიეთ აპარატი საწოლისგან.
ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!
ბავშვების უძილობის მიზეზი სულ უფრო ხშირად ხდება პლანშეტები და კომპიუტერი