მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არ ეცოდინება ბარაქის (ფულის) ხე ალბათ ყველა დიასახლის აქვს, იცით, რომ იგი სახლში წარმატებას, ბარაქასა და კეთილდღეობას მოგიტანთ, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არ ეცოდინება.
თანაც არსებობს დაკვირვება, რომ თუ ადამიანი, რომელიც ფულის ხეს უვლის ავად გახდა, ხე მოიწყენს, ფოთლები გაუყვითლდება ან გაუშავდება, ხოლო, როგორც კი მისი მფლობელი გამოჯანმრთელდება, ხეც გამომცოცხლდება. ასეთ დროს ამბობენ, ავადმყოფობა მცენარემ წაიღოო.
მსუბუქი დამწვრობა, იარა, დაჭიმულობა
ბარაქის ხის რამდენიმე ფოთოლი გახეხეთ და მტკივან ადგილზე მიიდეთ. შეიხვიეთ ბინტით და ხუთ საათში ერთხელ გამოიცვალეთ.
მწერების ნაკბენის დროს
დღეში ოთხჯერ წაისვით ფოთლიდან გამონადენი წვენი მწერების ნაკბენზე.
ცისტიტისა და პიელონეფრიტის დროს
ბარაქის ხის 5 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი.
გაგრძელება