ფოტოებზე რომ საუკეთესო კადრები დაფიქსირდეს და მათი გამოჩენის არ შეგრცხვეთ ზაფხული თანდათან ძალას იკრებს და მალე პლაჟის სეზონიც გაიხსნება. ამას ფოტოების ახალი ტალღა მოჰყვება - სანაპიროზე ნებივრობის დროს გარუჯული სხეულით თავი ხომ უნდა მოიწონოთ. ფოტოებზე რომ საუკეთესო კადრები დაფიქსირდეს და მათი გამოჩენის არ შეგრცხვეთ, პოზირების 7 მთავარი წესი დაიმახსოვრეთ.
1. ნიკაპი აწიეთ, მხრები გამართეთ და გაიღიმეთ
2. ფეხები მიატყუპეთ და ფეხის წვერებზეც აიწიეთ - ეს სხეულს უფრო მოხდენილს, ფეხებს კი უფრო გრძელს აჩენს.
3. გადააჯვარედინეთ ფეხები, მუცელი შესწიეთ, მხრებში გაიშალეთ და ხელები წელზე დაიწყვეთ - ლამაზი ფოტოც მზადაა.
4. თუ შეზლონგზე გაწოლილი პოზირებთ, ეცადეთ, მხოლოდ იდაყვს დაეყრდნოთ და არა მთელ მკლავს ან ფერდს. მუხლები შეტყუპებული ჯობია.
5. თუ პროფილში გიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ მოიხაროთ.
6. თუ ზიხართ - არ მოიხაროთ. რაც მთავარია, ეს წესი მხოლოდ ფოტოს გადასაღებად როდი გამოდგება.
7. ახლო კადრი ჯობია იდნავ გვერდულად და ნიკაპაწეულმა გადაიღოთ.