გარეგნულად ყველა უნაკლო ჩანს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ხარისხიანი და გემრიელი ნაყოფი მწიფე და გემრიელი საზამთროს არჩევა ადვილი არ არის. გარეგნულად ყველა უნაკლო ჩანს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ხარისხიანი და გემრიელი ნაყოფი. გთავაზობთ 8 რჩევას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.
1. ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომის შეარჩიეთ. პატარა საზამთრო იშვიათად არის სრულფასოვანი და გემრიელი
2. მკვეთრი ხაზები უნდა ჰქონდეს
3. ყუნწი ხმელი. მწვანე ყუნწი უმწიფრობის ნიშანია. თუ ყუნწი მოჭრილია, ესე იგი ამის დაფარვას ცდილობდნენ
4. ხელის მოჭერისას ჭრაჭუნის და გაბზარვის ხმას უნდა გამოსცემდეს
5. ხელის დატყაპუნებისას ყრუ ხმას უნდა გამოსცემდეს.
6. შეხებისას კანზე ხორკლები და ხაოო არ უნდა იგრძნობოდეს
7. არ უნდა ჰქონდეს გარედან ბზარები
8. ყვითელი და არა თეთრი ლაქა ძირზე, რომელიც ძალიან დიდი არ უნდა იყოს. მაქსიმუმ10-15 სმ დიამეტრის
კიდევ რა უნდა იცოდეთ
• არ შეიძინოთ საზამთრო, რომელიც ტრასის პირას იყიდება ან მიწაზე დევს
• არ გააჭრევინოთ წინასწარ. ამით დაბინძურები რისკი ძალიან მატულობს. საზამთროში კი მიკრობები ბევრად უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე სხვა ხილ-ბოსტნეულში
• თუ დაჭრილ რბილობს წყალში მოათავსებთ, წყალი უნდა აიმღვრეს, მაგრამ წითლად არ უნდა შეიღებოს. თუ ფერი იცვალა, ესე იგი ქიმიურ ნივთიერებებითაა გაჯერებული.