ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები პიკნიკის დროს წაიქცა ერთი ქალბატონი. მას შესთავაზეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ უარი თქვა და ყველა დაარწმუნა, რომ, უბრალოდ, ქვას ფეხი გაჰკრა ახალი ფეხსაცმელების გამო. ქალი ფერმკრთალი ჩანდა და კანკალებდა, მას დაეხმარნენ ტანსაცმლის გაწმენდაში და საჭმელიც მიაწოდეს. დარჩენილი დღის ნაწილი ქალბატონმა, როგორც ჩანდა, დაუძაბავად გაატარა.
მოგვიანებით იმ ქალის მეუღლემ ყველას შეატყობინა, რომ მისი ცოლი საავადმყოფოში წაიყვანეს. 23:00 საათზე გარდაიცვალა... თურმე იმ პიკნიკზე ქალბატონს ინსულტი მოუვიდა! (თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა).
მის მეგობრებს ინსულტის ნიშნების ამოცნობა რომ შეძლებოდათ, ქალბატონი ახლა ცოცხალი იქნებოდა...
ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა.
რასაც ახლა წაიკითხავ, მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევს.
ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება:
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
– სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შეძლებს ამას).
– სთხოვე, მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად “დღეს კარგი ამინდია” (გამართულად ვერ იტყვის).
– სთხოვე ორივე ხელი ერთდროულად ასწიოს (ვერ შეძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს).
– სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია).
ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები.
ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუკი ამ ინფორმაციას წაიკითხავს 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადარჩენილი იქნება. ყოველდღე იმდენ “ნაგავს” ვუგზავნით ერთმანეთს, რომ ალბათ ღირს, რამე საჭირო და სასარგებლო გავაზიაროთ...