ეს უნდა იცოდეთ! ფსიქოლოგებისა და პედიატრების აზრით, ეს 7 რამ აფერხებს ბავშვების განვითარებას.
1. მატყუარა საწოვარა ("სოსკა") 1 წლის შემდეგ
წოვის რეფლექსი ბავშვისთვის უსაფრთხოება და კომფორტია. მაგრამ 1 წლის შემდეგ მას შეუძლია თავისი მდგომარეობა დაარეგულიროს სხვა მეთოდებით. მაგ: მიგითითოთ იმაზე, რაც უნდა, დაუძახოს უფროსს და მიიღოს მისგან სითბო და მოფერება. თუ ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში ბავშვი მიიღებს საწოვარას, მაშინ ის „იმახსოვრებს“ ამ ჩვევას და მოზრდილ ასაკში შეიძლება იკვნიტოს ფრჩხილები, დაღრღნას ფანქრის ბოლო და ა.შ. გარდა ამისა, მუდმივად კომფორტში ყოფნისას (საწოვარას წოვა უსაფრთხოება და კომფორტია მისთვის), ბავშვს ვეღარ უვითარდება სხვა უნარ-ჩვევები გარე სამყაროსთან, რადგან მას აღარ აქვს ამის მოთხოვნილება.
2. პამპერსი 1,5 წლის მერე
იმისათვის, რომ ბავშვმა გააკონტროლოს თავისი მოთხოვნილებები, ის უნდა იმყოფებოდეს არაკომფორტულ სიტუაციაში, რომელიც მისცემს სტიმულს შესაბამის რეაქციებს. ამ ასაკის მერე პამპერსი უკვე განვითარების შეფერხებაა.
3. ჭოჭინა და სხვა დამხმარე საშუალებები სიარულის მცდელობის დროს.
ასეთი საშუალებები არ აძლევს ბავშვს ძირს დავარდნის შესაძლებლობას. თუ ბავშვი არ შეეხო იატაკს მუხლებით და იდაყვებით, ის ვერ შეიცნობს გარშემო მყოფ რელიეფს და ეს პროცესი გახანგრძლივდება.
4. მოლაპარაკე ინტერაქტიული სათამაშოები
ელექტრონული ცხოველები, ელექტრონული წიგნები არ პასუხობენ კითხვებზე, ბავშვს აჩვევენ მხოლოდ ფრაზების და სიტყვების გამეორებას მექანიკურად, რაც ზღუდავს თამაშის სიუჟეტს, წარმოსახვას და აფერხებს ლაპარაკის პროცესს.
5. ტელევიზორი ნებისმიერ ასაკში
ყველასათვის ცნობილია ტელევიზორის მავნე როლი ბავშვის განვითარების პროცესში. ის გამოიყენება მუდმივი ფონის შესაქმნელად, რაც შემდგომ ხელს უშლის ბავშვს სკოლაში სწავლასა და დისციპლინაში, რადგან მერე უკვე უჭირთ სიჩუმეში ყოფნა.
6. ელექტრონული თამაშები შეუზღუდავად
თუ ბავშვს არ ექნება შეზღუდული დრო ელექტრონული თამაშებისათვის, ეს გამოიწვევს დამოკიდებულებას. შემდგომში სათამაშოები და სხვა გასართობი თამაშები აღარ მოხიბლავს მას.
7. სამთვლიანი ველოსიპედი 3 წლის შემდეგ
თუ გინდათ, რომ ბავშვმა შეიძინოს ახალი უნარები, მაშინ შეამცირეთ ბორბლების რაოდენობა. ცნობილია, რომ ფიზიკური განვითარება ინტელექტუალურ განვითარებას ფეხდაფეხ მისდევს.