დროული რჩევა და საჭირო სიტყვებით გამხნევება ზოგჯერ ფიზიკურ დახმარებას უდრის არაერთი დედისა თუ აღმზრდელის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ შვილის აღზრდისთვის მხოლოდ სიყვარული არ კმარა. დედას ბევრი მოთმინება, ყურადღება და ტაქტი მართებს, თანაც ზომიერად, რაც არც ისე მარტივი მისაღწევია. ქალს, რომელიც ბავშვებს ზრდის და ათასგვარ პრობლემასთან უწევს გამკლავება, ზოგჯერ "გარედანაც" სჭირდება შეშველება თუნდაც სიტყვითა და რჩევით. დროული რჩევა და საჭირო სიტყვებით გამხნევება ზოგჯერ ფიზიკურ დახმარებას უდრის.
1. დაუსვით თავს პირველი კითხვა: მე ვზრდი წარმატებულ თუ დამჯერ პიროვნებას?
2. როცა ბავშვი არ გიჯერებთ, გაიხსენეთ პირველი კითხვა.
3. ყველაზე პატარამაც კი დედაზე უკეთ იცის, როდის სცივა და როდის სცხელა. შია თუ არ შია. მოსწონს თუ არ მოსწონს.
4. ბავშვები მშობლების ასლები არიან. ნუ გაუბრაზდებით იმ ნაკლოვანებების გამო, რაც თქვენგან გადაიღო.
5. ხშირად მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება. რა და რამდენი შეჭამოს, რა ითამაშოს, სად გაისეირნოს... ასე ის სწავლობს.
6. შეძლებისდაგვარად ნუ შეუშლით ხელს ნეგატივის მიღებაში. დაე, შეეშალოს, გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია.
7. უმჯობესია, დაიცვათ ბავშვი საფრთხისგან, ვიდრე შეაშინოთ. გაიხსენეთ პირველი კითხვა.
8. იზრუნეთ ბავშვზე იმ საკითხებში, სადაც საკუთარ თავზე ვერ იზრუნებს. ნუ ჩამოართმევთ უფლებას აკეთოს ის, რაც სურს.
9. სწავლის საუკეთესო მეთოდი _ ერთად კეთებაა.
10. ასწავლეთ ის, რაც მას აინტერესებს.
11. როცა ბავშვი ცუდადაა, ნუ ასწავლით, მის მიმართ მეტი სიყვარული გამოხატეთ: თბილი ჩახუტება, თბილი სიტყვა. აი, ყველაფერი, რაც მას სჭირდება.
12. ის, რომ მასზე ძლიერი ხართ, არ ნიშნავს, რომ მართალი ხართ.
13. თუ არ გსურთ, ეკრანს იყოს მიჯაჭვული, სხვადასხვა წრეზე შეიყვანეთ.
14. პირველი კრიტერიუმი, რითაც ძიძა, მწვრთნელი ან პედაგოგი უნდა შეარჩიოთ, არის ბავშვების სიყვარული და არა დაშაქრული სიტყვები.
15. უმჯობესია, ჯიბის ფული კი არ მისცეთ, `ხელფასი~ დაუნიშნოთ მიღწევებისთვის.
16. რაც უფრო მეტ პატივს სცემთ საკუთარ შვილს, მით პატივცემული ადამიანი გაიზრდება.
17. ზოგჯერ ორივე მშობელმა არ იცის პირველი კითხვის შესახებ. ამიტომ ხანდახან საკუთარი შვილი მეორე მშობლისგანაც უნდა დაიცვათ.
18. თქვენ შეიძლება ყველაფერი არ იცოდეთ და შეიძლება შეცდომებიც დაუშვათ, ეს საშიშია არაა, ბავშვთან ერთადა თქვენც სწავლოთ.
19. თუ რაღაც საქციელის გამო თქვენი შვილი დაისაჯა, თქვენც არ დაუმატოთ.
20. ასწავლეთ კითხვებით. მზა პასუხებით ნუ ასწავლით ცხოვრებას.
21. გახსოვდეთ რომ თქვენც ადამიანი ხართ, შვილის გამო მსხვერპლს ნუ გაიღებთ. გქონდეთ საინტერესო ცხოვრება და იყავით მასზე მზრუნველი.
22. თუ ბავშვი თქვენს ყურადღებას მხოლოდ ავადმყოფობის დროს ღებულობს, ის ხშირად გახდება ავად. ითამაშეთ მასთან ერთად, როცა ჯამრთელადაა.
23. მოფერება და დასჯა - დამჯერი ბავშვის გაზრდის საუკეთესო მეთოდია.
24. ნუ ეცდებით, ბავშვმა თქვენი ოცნებები განახორციელოს. თქვენი ოცნებები თქვენი განსახორციელებელია. მას საკუთარი ექნება.
25. თუ რამე დააშავეთ, ბავშვს ბოდიში მოუხადეთ.
26. თუ დაჰპირდით, დასაჯეთ, დასჯის გაუქმება ტყუილის თქმის ტოლფასია. ის მუდამ დასჯის მოლოდინში ყოფნა ტანჯვაა.
27. თითოეული ბავშვი ინდივიდია, ყველა ბავშვს ერთი წესით ვერ გამოზრდით. ეს კარგად იცის იმ მშობელმა, რომელსაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს.