ბავშვის მშობლების ოთახში ძილს, ბევრ ოჯახში დასასრული არ უჩანს დედა-შვილის ერთად ძილის "ტრადიციას", ისევე როგორ ბავშვის მშობლების ოთახში ძილს, ბევრ ოჯახში დასასრული არ უჩანს. დედების უმეტესობა ჩვილობიდანვე გვერდით იწვენს შვილს.
ამავდროულად ბევრია ისეთი დედაც, რომელიც დაბადებიდანვე ცალკე საწოლში აძინებს ბავშვს. მათ დასაძინებლად დედის გვერდით მიწოლა არ სჭირდებათ.
განვიხილოთ ორივე შემთხვევის, უფრო სწორად, დედა-შვილის ერთად ძილის პლუსები და მინუსები.
დაბადებამდე მთელი 9 თვის განმავლობაში ბავშვი თვენს სხეულშია, მისთვის არ არსებობს სამყარო, სადაც გვერდით დედას ვერ გრძნობს, მისი გულის ცემა არ ესმის და სუნი არ სცემს. ბავშვმა დედის გვერდით მთელი დღეც რომ გაატაროს, დედა ღამით მაინც ძალიან სჭირდება.
როცა დედა აძინებს პატარას, მას უფრო მშვიდად სძინავს, როცა დედასთან მჭიდრო ფიზიკური კონტაქტშია, ამით ბავშვის ნერვულ სისტემა მშვიდდება, უსაფრთხოების, კომფორტისა და ამ სამყაროში დამკვიდრებისთვის ძალა ეძლევა.
ერთად ძილის მომხრეები ირწმუნებიან, რომ "დედასთან ჩახუტებით" გამოძინებული ბავშვები ცოტა მოზრდილ ასაკში თანატოლებთან შედარებით ფიზიკურად უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და ამტანები არიან, უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ და ნერვოზებისკენ მიდრეკილნი არ არიან. ერთად ძილს დედებისთვისაც აქვს პლუსი - ქალი უკეთ ახერხებს გამოძინებას, როცა ბავშვი გვერდით ეგულება და მთელი ღამე არ დარბის მის საწოლთან, რომ შეამოწმოს, ხომ არ გადაიხადა, ხომ არ გაოფლიანდა, საბანში ხომ არ გაიხლართა, ხომ არ იგუდება და ა.შ.
რა უარყოფითი მხარეები აქვს დედა-შვილის ერთად ძილს?
პირველ რიგში არსებობს საშიშროება, რომ სხეულით დააწვეთ და დააზიანოთ. სამწუხაროდ, დედის სხეულით გაგუდვის შემთხვევები არაერთხელ და დაფიქსირებულა (განსაკუთრებით ძუძუს წოვების დროს). ასეთი ფაქტები ხშირია ძლიერი გადაღლილობის დროს. ასევე დედის მიერ ალკოჰოლის ან საძილე საშუალების მოხმარებისას.
არ დაგავიწყდეთ, რომ საერთო საწოლში გვერდითაა მამაც, რომლის ძლიერმა ხელმა ან ფეხმა შეიძლება ასევე ავნოს პატარს. თუ მაინცდამაინც ერთად ძილის მომხრე ხართ, ეს მომენტები აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოთ. რაც შეეხება ინტიმურ ცხოვრებას, ამისთვის შეარჩიეთ დრო, როცა ბავშვი ღრმა ძილის ფაზაშია. თუ ფხიზელი ძილი აქვს, ალერსისთვის სხვა ოთახი ან საწოლი შეარჩიეთ. თუ ხალხმრავალ ოჯახში ცხოვრობთ და სხვაგან განმარტოვების საშუალება არაა, ბოლო-ბოლო იატაკზე განთავსდით. ყოველ შემთხვევაში, ქმარი მხოლოდ დედის ამპლუაში არ უნდა გხედავდეთ. შვილების დედობა მნიშვნელოვანი მისიაა, მაგრამ მამაკაცს ცოლი სჭირდება.
თუ თქვენი შვილი ცალკე საწოლში წევს, ნუ იფიქრებთ, რომ ამით ნაკლებ ყურადღებას აქცევთ და ვინმეზე ნაკლები დედა ხართ. ყველა ოჯახი და თოთოეული ბავშვი უნიკალურია. მზა და საყოველთაო რეცეპტი ოჯახური ცხოვრებისთვის არ არსებობს. ყველა ოჯახს ინდივიდუალური გამოცდილება აქვს და ყველა დედა საკუთარი გულის კარნახით მოქმედებს.