მკვეთრ დათბობას მხოლოდ სიხარული და საგაზაფხულო განწყობა არ მოაქვს ბოლო დროს ამინდი მეტად ცვალებადია. გაზაფხულზე ყინვაც გამოვცადეთ და ზაფხულივით ცხელი ამინდიც. მართალია, ერთი სული გვაქვს, დათბეს, თუმცა, მკვეთრ დათბობას მხოლოდ სიხარული და საგაზაფხულო განწყობა არ მოაქვს. ექიმების თქმით, ეს პერიოდი საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
გაცივება
რომელსაც თან სდევს ხველება, სურდო, განწყობის დაქვეითება აგრეთვე კავშირშია ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებასთან. აირჩიეთ სეზონისთვის შესაფერისი სამოსი, სეირნობა სუფთა ჰაერზე და ხანგრძლივი ძილი, რათა მაქსიმალურად მშვიდად და უპრობლემოდ გადაიტანით ცვალებადი გაზაფხული.
გული
ისინი, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ტკივილი გულის არეში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკში ხვდება. მკვეთრი დათბობა მათ კარგს არაფერს ჰპირდება. ფეხმძიმე და მეძუძურმა დედებმა, აგრეთვე, ასაკოვანმა ადამიანებმა და მარხვაზე მყოფებმა მაქსიმალურად უნდა შეამცირონ დატვირთვა და მშვიდი ცხოვრების წესი უნდა შეიქმნან.
წნევა
მეტეოდამოკიდებული ადამიანები ამინდის მკვეთრ ცვალებადობას განსაკუთრებით განიცდიან. უსიამოვნო შეგრძნებებს პირველ რიგში მაღალი წნევის მატარებელი და დაბალწნევიანი ადამიანები განიცდიან. თბილმა ამინდმა საშიშროება რომ არ შეგიქმნათ, 7-19 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ გაიზომეთ წნევა და უმნიშვნელო ცვლილების შემთხვევაშიც კი მიმართეთ ექიმს.
გადახურება
ამ პრობლემით ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან, რომლებსაც მზრუნველი დედები და ბებიები განსაკუთრებულად თბილად აცმევენ. არის შემთხვევები, როცა გაზაფხულზე ბავშვს სითბური დარტმა აღენიშნებათ. ამიტომ, მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ მის შვილს, რომელიც სკვერში აქტიურად ატარებს დროს, ადეკვატურად ეცვას.