ემოციებზე ბავშვის ჯანმრთელობაცაა დამოკიდებული მართლაა, ბავშვში სიცოცხლე და ემოცია ჩქეფს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი პატარების იღლებიან. ემოციურ მდგომარეობაზე კი ბავშვის ჯანმრთელობა დიდწილადაა დამოკიდებული. განვიხილოთ განწყობის გაფუჭების ყველაზე გავრცელებული მიზეზები.
როგორც დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს ემოციური განცდა, გადაღლილობა ან სტრესი გახდეს. ასევე ზოგიერთი ნივთიერების ნაკლებობა იწვევს განწყობას დაქვეითებას.
მშობლებს მუდმივად ესმით, რომ ბავშვბს იმუნიტეტი უქვეითდებათ.
არსებობს ზოგადი რეკომენდაციები კვებასთან, ჯანმრთელი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. თუმცა, რა უნდა ქნას ქალაქში მცხოვრება მშობელმა, თუ მისი შვილი არც სუფთა ჰაერზე იმყოფება, არც ეკოლოგიურ საკვებს იღებს? მოდით, გავერკვეთ პრობლემაში და გავიგოთ. როგორ დავეხმაროთ ბავშვებს?
საჭიროებს ყურადღებას
ბავშვის კვებას განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ორ წელიწადში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პატარას იმუნიტეტი. ამიტომ აუცილებელია, რომ ცხოვრების პირველ წლებში ბავშვმა ყველა სასარგებლო ნივთიერება მიიღოს.
ამიტომ გვირჩევენ პედიატრები, რომ დანამატის მიცემის შემთხვევაშიც კი ბავშვს ძუძუთი კვება არ შევუზღუდოთ? თუ ბავშვი ადაპტირებულ კვებაზე გყავთ, აკონტროლეთ, რომ 6 თვიდან პატარამ სასარგებლო ნივთიერებებით გაჭერებული საკვები მიიღოს. ამასთანავე, უნდა დაიცვათ გრაფიკი და არ ააჩქაროთ პროცესი. რადგან ასე შეიძლება ზიანი მიაყენოთ ბავშვის ჯანმრთელობას.
რა ვაჭამოთ ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაზარდოს
როგორ ამოვიცნოთ გადაღლილობა
ბავშვის ნერვული სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა და გადაღლილობაზე ისეთივე რეაქცია ვერ ექნება, როგორც უფროსებს აქვთ. რა თქმა უნდა, მოთენთილობა, მოძალებული ძილიანობა, მადის დაქვეითება მიგანიშნებთ, რომ პატარას დასვენება ესაჭიროება. თუმცა, ზოგიერთ ბავშვს შეიძლება უკურეაქცია ჰქონდეს, _ აღგზნებულობა. დაძინების პრობლემა, ხშირი ისტერიკა, ქცევის გაფუჭება და ა.შ.
ბავშვის მსგავსი საქციელი მიგანიშნებთ, რომ ბავშვი გადაღლილია. შეიძლება ცოტა ხნით შეასვენოთ და არ ატაროთ წრეებსა და კურსებზე. განსაკუთრებით, თუ იქ მისვლა-მოსვლისთვის გრძელი, მომქანცველი გზა გჭირდებათ. შეუზღუდეთ ბავშვს ინფორმაციის მიღება, _ არ ჩაურთოთ ტელევიზორი, კომპიუტერი. და რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კვებას.
რა გვაქვს დღეს მენიუში?
ვიტამინებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ჯანსაღი ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათი მცირე რაოდენობაა საჭირო. ეს რაოდენობა კი საკვების ან ვიტამინ-მინერალების კომპლექსით, საკვები დანამატებით უნდა მიიღოს ბავშვმა. გამონაკლისს წარმოადგენს დე ვიტამინი, რომელიც კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. რა თქმა უნდა ვიტამინების ძირითადი წყარო ხილი და ბოსტნეულია. სწორედ მათ ნაკლებობას განიცდის ბავშვი გაზაფხულზე.
ის გამოიხატება კანის აქერცვლით, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურს დაზიანებით. ტუჩის კუთხეეების დასკდომითა და ხშირი ავადმყოფობით.
ვიტამინების წყაროა მწვანილი. სწორედ ის შეუვსებს ბავშვს მათ ნაკლებობას გაზაფხულზე. სასურველია, პატარამ იგი ცოცხალი სახით მიიღოს.
5 საუკეთესო საგაზაფხულო ფაფა უფროსებისა და ბავშვებისთვის
მომზადების წესები
ნებისმიერი პროდუქტი შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუ მას კი არ შეწვავთ, არამედ მოხარშავთ. უმჯობესია, ორთქლზე მოამზადოთ. ის ყველაზე ჯანსაღია ბავშვისთვის და მოზრდილებისთვისაც. ბავშვი ყველაფერში მშობლისგან იღებს მაგალითს. ამიტომ, ჯერ თავად უნდა გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე. იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვს სუფთა წყალი სვას. შეამცირეთ მარილის გამოყენება. იგი ართულებს ვიტამინების შეთვისებას. ამიტომაცაა, რომ ბავშვებისთვის საკვების მომზადებისას მარილს არასდროს იყენებენ.
სარგებლობა სეირნობისგან
პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვა დღეში 4 საათი ისეირნოს. ზაფხულში ბავშვისთვის სკვერში შეიძლება საფენის გამოცვლაც და ჭამაც. პატარამ შეიძლება ითამაშოს და დაიძინოს ეტლში.
დაიმახსოვრეთ, საბავშვო გადაღლილობას უნდა ებრძოლოთ ჯანსაღი კვებით, სწორად შერჩეული ვიტამინების კომპლექსით, ტელევიზორისა და კომპიუტერისგან დასვენებით. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ: მაშ, რა უნდა აკეთოს ბავშვმა მთელი დღე? ჩვენი პასუხია: უნდა ისეირნოს სუფთა ჰაერზე.
რაც უფრო მეტად დათბება, მით მეტი დრო გაატარეთ ბავშვთან ერთად ბუნებაში, სკვერში. პატარა რაც უფრო მეტს ირბენს და იხტუნებს, მით უკეთესია მისი ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელი ძილისთვის. ამგვარი დაღლა კი მას პრობლემას არ შეუქმნის.