მოსწავლეს აკლია ძილი, სუფთა ჰაერი, თამაში თამაშობს და გაურკვევლად იკვებება ბავშვის სკოლაში შეყვანას აპირებთ? ჩვენ გეტყვით, რა უნდა იცოდეს მოსწავლის დედამ.
სწორედ სკოლაში სწავლის დროს ბავშვს ნაკლები სძინავს, იშვიათადაა სუფთა ჰაერზე, ნაკლებს თამაშობს და გაურკვევლად იკვებება.
ამიტომ, დედა მუდმივად ყურადღებით უნდა იყოს, აკონტროლოს კვებსა და ძილის რეჟიმი (პირველკლასელები უნდა იძინებდნენ არაუგვიანეს 21:00 საათისა). მანამდე კი ნახევარი საათი მაინც უნდა გაატარონ სუფთა ჰაერზე.
1. კვება
საუზმე- აუცილებელია. მართალია, ბევრი დედა ვერ ასწრებს დილით ადრე საუზმის მომზადებას ან ბავშვი არ ჭამს დილით, მაგრამ თქვენ გამონაკლისი უნდა იყოთ. გახსოვდეთ, თქვენს აქტიურობაზე შვილის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. პირველ საკვებად მოუმზადეთ: ფაფა, მიუსლი, ხაჭო, მაჭკატები, ბუტერბროდი, ომლეტი, ერბოკვერცხი, თევზი ან ღვეზელი. დასალევებიდან: ჩაი, კაკაო რძით. ჭამისას არ ააჩქაროთ ბავშვი.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საუზმობამდე ცოტათი ადრე გაიღვიძოს, რათა გამოფხიზლდეს, სათანადო დრო დაუთმოს ვარჯიშს ან წყლის პროცედურებს. თუ ამ ყველაფერს შეასრულებს, მადაც მოემატება.
იზრუნეთ ადრეთვე მეორე საუზმეზე: ბავშვს თან გაატანეთ სასარგებლო ბუტერბროდი, შინ მომზადებული ნამცხვარი, ღვეზელი ან ფუნთუშა; ვაშლი, მსხალი, სტაფილო ან კიტრი. სასმელებიდან: ჩაი კომპოტი, წვენი ან უბრალო, უგაზო წყალი.
იხილეთ ასევე:
აი, რა შეგიძლიათ აჭამოთ მოსწავლეს საუზმეზე - სასარგებლოა და შიმშილი დიდხანს არ შეაწუხებს
მოსწავლე და საუზმე - როგორ დავუგეგმოთ ბავშვს დილის მენიუ
თასმების შეკვრას რაც მალე ასწავლით, მით უფრო ცოტა დრო დაეხარჯება მოწესრიგებაში. ამისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი
ასწავლეთ ბავშვს თასმების შეკვრა მარტივად!
2. მოსწავლემ უნდა გამოიძინოს, ისეირნოს და დაისვენოს
გონებრივი სამუშაო ფიზიკურ აქტივობას უნდა შეენაცვლოს, მაგ., ფიზკულტურას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დღეში 3, 3-5 საათი უნდა ისეირნონ, უფროსებმა- 2.
პირველკლასელებს, თუ ატყობთ, რომ სკოლის რეჟიმი ღლით, შუადღისას უნდა ეძინოთ. როგორც წესი, 6-7 წლის ბავშვს უნდა ეძინოს არანაკლებ 9 საათისა .
საშიანო დავალების შესრულების ყველაზე საუკეთესო დროა 15-16 საათი.
მოსწავლე დასაძინებლად 10 საათზე გვიან არ უნდა დაწვეს.
იოგის სახალისო გაკვეთილები დედა-შვილისთვის(VIDEO)
კომპიუტერი და ტელევიზორი
ბავშვისთვის საშიშროებას წარმოადგეს მონიტორის ან ეკრანის წინ გაუნძრევლად ჯდომა...
ეკრანთან უწყვეტად გატარებული დროის ლიმიტი
პირველი კლასელისთვის- 10 წუთი;
2-5 კლასის მოსწავლეებისთვის- 15 წუთი;
6-7 კლასის მოსწავლეებისთვის- 20 წუთი;
8-9 კლასის მოსწავლეებისთვის- 25 წუთი;
უფროსკლასელებისთვის- 30 წუთი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ 10 (15, 20 და ა.შ. გააჩნია მოსწავლეს ასაკს) წუთში ერთხელ ბავშვი სამუშაო, დასასვენებელი ადგილიდან უნდა ადგეს, გაიარ-გამოიაროს, გააკეთოს მსუბუქი, სხეულისა და თვალების ვარჯიში (თვალი დაახამხამოს, წრეზე დაატრიალოს თვალები ჯერ ერთი, მერე მეორე მიმართულებით და გაიხედოს შორს).
ბავშვს აგრეთვე შეუზღუდეთ ტელევიზორის ან მონიტორის ჯდომა ძილის წინ