გაოცდებით, ისე მოგეწონებათ ეს ხრიკები როდესაც ბევშვებთან დიდი დროის გატარება გიწევთ, ძალაუნებურად თქვენი ფანტაზია სულ უფრო და უფრო ვითარდება. ეს საინტერესო რჩევები სწორედ ბებიების მოწოდებულია, რომელთაც თითოეული მათგანი საკუთარ თავზე გამოსცადეს.
1. ფეხსაცმელზე დაკრული სტიკერები თქვენს ბავშვს დაეხმარება მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლის ადვილად გარჩევაში.
2. ფეხსაცმელზე მიკრული რკინის მონეტები თქვენს პატარას ცეკვის პროცესს გაუხალისებს.
3. საწოვარას ჰიგიენურად შესანახად ასეთი პლასტმასის ყუთი ძალიან გამოგადგებათ.
4. ეს ხერხი კი ძალიან ცელქი და ონავარი ბავშვების მშობლებს გამოადგებათ, ასე ის ვერსად გაგეპარებათ.
5. ლაქების ამომყვანი საუკეთესო საშუალება - თანაბარი რაოდენობით გადაურიეთ ერთმანეთში ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ზეჟანგი და სოდა. ყველაზე რთული ლაქაც კი უკვალოდ გაქრება.
6. ბავშვის საკვების მანქანაში მოთავსება აი, ასეთი კონტეინერით სცადეთ.
7. ძველი, ბევრგანყოფილებიანი ფოტოაპარატის ჩანთა ძალიან კარგად გამოგადგებათ ბავშვის ნივთების მოსათავსებლად.
8. თქვენი გოგონას თოჯინას თმები ყოველთვის დავარცხნილი და მოწესრიგებული ექნება, თუ წყალში გახსნილ სარეცხის კონდიციონერს გადაუსვამთ.
9. ჩვეულებრივი ზეწარი კოღოებისგან დამცავი შესანიშნავი საშუალებაა.
10. ახლა ვერავინ ჩამოუშვებს ვეებერთელა ტუალეტის ქაღალდს.
11. აი, როგორ შეიძლება გავერთოთ ხიფათის გერეშე.
12. თერმული წებო ფეხსაცმლის სრიალა ძირებს ბოლოს მოუღებს. განსაკუთრებით ეს აუზის წინ გამოგადგებათ.
13. მანქანაზე მიკრული კაშკაშა სტიკერი დაეხმარება თქვენს ბავშვს მანქანის ადვილად პოვნაში, რაც თავიდან აგაცილებთ პარკინგზე შვილის დაკარგვის საშიშროებას.
14. გასაბერი აუზი უდრის კმაყოფილ ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში. ოქროს რჩევა ნებისმიერი მამისთვის.