ნუ დაივიწყებთ, რომ მისთვის იდეალი ხართ თუ ამ წესებს ცხოვრების ნაწილად გაიხდით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი შვილი ბედნიერი, გულღია და მადლიერი ადამიანი გაიზრდება.
1. ყოველდღე გაუმეორეთ, რომ გიყვართ.
2. აგრძნობინეთ, რომ ყველაფერი გაინტერესებთ, რასაც გიამბობთ და გიზიარებთ.
3. უპასუხოდ ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს, მათ შორის ყველაზე რთულებსა და მომაბეზრებლებს.
4. არასოდეს მოატყუოთ.
5. არასოდეს შეადაროთ სხვებს
6. უარი არ უთხრათ დახმარებაზე.
7. ნუ ააჩქარებთ და ნუ აავსებთ მუდმივად შენიშვნებით. ამით ჩააგონებთ, რომ ვერაფერს ასწრებს და თქვენს იმედებს ვერ ამართლებს.
8. ეთამაშეთ და ყოველთვის გამონახეთ მისთვის დრო.
9. ნუ დაივიწყებთ, რომ მისთვის იდეალი ხართ. იმედს ნუ გაუცრუებთ.
10. ყოველთვის აუხსენით და რაც მთავარია, გააგებინეთ, რატომ უკრძალავთ რაიმეს.
11. ნუ დაპირდებით იმას, რასაც ვერ შეუსრულებთ.
12. არასოდეს გაიცინოთ იმაზე, რაც ბავშვისთვის სერიოზულია.
13. ნუ გაუჩენთ დანაშაულის გრძნობას.
14. ასწავლეთ, რომ სიკეთე უნდა აკეთოს და გულწრფელი იყოს.
15. ხშირად უკითხეთ ლექსები და ზღაპრები.
16. დააფასეთ ყოველი წუთი, რომელსაც ბავშვის გვერდით გაატარებთ.
17. უამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ. მისი დაბადებისა და პატარაობის შესახებაც მოუყევით.
18. ნუ შეაშინებთ და შიშით ნურაფრის კეთებას აიძულებთ. შიში ყველაზე ცუდი მოტივატორია.
19. მოახერხეთ, რომ უყვარდეს სახლში ყოფნა. სახლი მისთვის სიკეთისა და სიმყუდროვის ადგილი უნდა იყოს.
20. მიაჩვიეთ ვინმეზე ან რაიმეზე ზრუნვას. თუ უმცროსი და ან ძმა არ ჰყავს, შინაური ცხოველი მოუყვანეთ. თუ არც ეს ხერხდება, ოთახის მცენარეს მაინც მოუაროს.