განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბავშვებთან! თავის დროზე ასეთი ფეხსაცმელი მარკა Crocs-მა შექმნა და ბევრი მოხიბლა პრაქტიკულობით. მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ის განსაკუთრებული მასალით არის შექმნილი და მაქსიმალურად ბუნებრივია.
თუმცა ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ეს ძვირად ღირებული ფეხსაცმელი იყიდოს. ამიტომ, ამ მარკის პატენტებს ყველგან შეხვდებით - სრულიად ჩვეულებრივ ხელოვნურ ფეხსაცმელს, რომელიც თურმე საკმაოდ ვნებს ჯანმრთელობას.
ცოტა ხნის წინ გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და Crocs-ის ფეხსაცმლის მსგავსი ჩვეულებრივი რეზინის ფეხსაცმელები გამოიკვლიეს. შედეგი გამაოგნებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს ფეხსაცმელი 60%-ით შედგება არომატული პოლიციკლური ნახშირწყალბადებით. ეს კანცეროგენული ნაერთი მომავალში შეიძლება, სიმსივნის გამომწვევი იყოს. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი ეს ნივთიერება შავი ფერის ფეხსაცმელში აღმოაჩინეს.
აუცილებლად ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ფეხსაცმლის ყიდვას, მაქსიმალურად ლიცენზირებულ მაღაზიებში იყიდოთ და ჯობს, ერთი და კარგი ხარისხის გქონდეთ, ვიდრე ბევრი და უხარისხო. განსაკუთრებით, როცა საქმე ბავშვებს ეხება. მართალია, ეს ფეხსაცმელი საკმაოდ მოსახერხებელი და მარტივად სახმარია, თუმცა ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. ისევე, როგორც რეზინის "შლოპანცები", რომლებიც დაბალი ხარისხის ხელოვნური მასალებით არის დამზადებული. ეს ნაწარმიც ჯობს გამოცდილ და სანდო მაღაზიებში შეიძინოთ.