სამი შვილის დედის, მსოფლიო ბესტსელერების ავტორის რჩევები ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უსერიოზულესი გადაწყვეტილება აქვს მისაღები ურთულესი, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. თუმცა ყოველთვის როდი ხერხდება ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და ყველა პრობლემის გადაწყვეტა. და აი, სწორედ ამ დროს გვჭირდება დახმარება, რჩევა, გამხნევება.
ქეით ბაირონი სამი შვილის დედაა, უძრავი ქონების აგენტი. 30 წლის ასაკში დეპრესია დაეუფლა. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იტანჯებოდა, საკუთარი თავის სიძულვილი რამის პარანოიად იქცა. ქალი თვითმკვლელობის ზღვარზე იყო.
ერთ დილას, უკვე სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფს, მოულოდნელად გონება გაუნათდა და ქეითი მიხვდა, რომ ადამიანი საკუთარ თავს თავად მართავს და რომ ყველა უბედურება პირველ რიგში ადამიანის გონებაში იღებს სათავეს. ქეითი თვლის, რომ რაც მას გადახდა თავს, ბუდისტური და ინდუისტური ლიტერატურის ანალოგია და მას "რეალობის შემეცნება" ეწოდება.
ამ დღის შემდეგ ქეითმა ახალი, აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. მან რამდენიმე წიგნიც დაწერა, რომლებიც მსოფლიო ბესტსელერებად იქცა.
ჩვენ შემოგთავაზებთ ამ შესანიშნავი ქალბატონის რამდენიმე ძალიან საინტერესო რჩევას.
1. სამყარო ბევრად კეთილია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
2. საკუთარი ტკივილის საწყისი თავად ვარ.
3. როდესაც გააცნობიერებ, რომ ცხოვრებისგან ღებულობ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გსურს, სამოთხეში აღმოჩნდები.
4. ადამიანი წუხს მაშინ, როდესაც გონია, რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა და რაღაც აკლია, სინამდვილეში კი ადამიანს ყოველთვის აქვს ის, რაც ჭირდება.
5. ზოგჯერ ბედნიერება არასწორად ცხოვრებას ნიშნავს.
6. ფიქრები ჩემი შვილებია. მე კარგი დედა ვარ. იყავი საკუთარი ფიქრების დედა.
7. არ არსებობს ცუდი ბედი.
8. ჯოჯოხეთი: "ელოდე დახმარებას ყოველ წუთს". თავისუფლება: "არავინ მოვა".
9. როდესაც ჩათვლი, რომ შენი პრობლემა ვინმეს ან რამის ბრალია, საკუთარი თავის მსხვერპლად იქცევი.
10. როდესაც გეშინია რაღაცის მომავალში, უკვე განიცდი იმას, რისი განცდაც ასე ძალიან გაშინებს.
11. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, ხარ თუ არა მზად სიმართლის მოსასმენად.
12. სიცარიელეში კითხვები არ არსებობს.
13. ერთადერთი თავდაცვა, რომელიც ყოველთვის შველოდა კაცობრიობას, გონიერებაა, რომელიც დაკავშირებულია რეალობასთან.
14. არ არსებობს არაფერი ისეთი, რისი პატიებაც არ შეიძლება. შენი ნამდვილი ბუნება – სიყვარულია და ამას ვერაფერს უზამ.
15. სიცოცხლე – სიყვარულია, ყველაფერი დანარჩენი კი ჩვენი შთაგონება.
16. ადამიანს ეშინია მხოლოდ იმისი, რაც არ იცის.
17. ყველას ვერაფერში დაარწმუნებ. არ არსებობს არავინ, ვისი დარწმუნებაც საჭიროა.
18. რასაც სხვა ადამიანებზე ფიქრობ, ის ხარ თავად.
19. იმედგაცრუება, მრისხანება, სასოწარკვეთა ის ნიშნებია, რომლებიც გამცნობს, რომ გონს უნდა მოეგო. Eეს სამი განცდა ადამიანის მტერი როდია, ეს ადამიანის ჯილდოა, რომლიც გვაფრთხილებს.
20. საკუთარი ფიქრების გარდა ვერაფერს შეხვდები, შინაგანი სამყარო შინაგანი განწყობის პროექციაა.
21. სტრესი მაღვიზარაა, რომელიც გამცნოს, რომ შენ უბრალოდ მიჯაჭვული ხარ რაღაცას, რაც შენთვის რეალურად არაფერს ნიშნავს.
22. ადამიანები სხვებს ეუბნებიან იმას, რისი გაგონებაც თავად უნდათ.
23. ციხე მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში არსებობს, სინამდვილეში არავითარი ციხე არ არსებობს.
24. ფული – მშვენიერი მეტაფორაა. ფული მიედინება ერთი ადგილიდან მეორეში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, მიედინება ტელეფონით, ანგარიშით. ფული გიჩვენებს, როგორ უნდა აზროვნებდე, როგორ უნდა მიედინებოდეს შენი აზროვნება, მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა. აზროვნებას არ აქვს საზღვრები. ფული გიჩვენებს, რა ადვილია უცბად გამოჩნდე და ასევე უცბად გაქრე.
25. როდესაც გგონია, რომ შენ უკეთესად იცი, რა იქნება სხვისთვის უკეთესი, იმას ნიშნავს, რომ შენ აბსოლუტურად სხვა საქმით ხარ დაკავებული, იმით, რაც შენ საერთოდ არ გეხება.
26. მიაქციე ყურადღება, შენ ფიქრობ თუ შენით ფიქრობენ?
27. გინდა შეხვდე შენი ცხოვრების მთავარ სიყვარულს? ჩაიხედე სარკეში.
28. გინდა გაიგო ბედნიერების მთავარი საიდუმლო? სიკეთე და მადლიერება. სხვა არაფერია საჭირო ბედნიერებისთვის.
29. შინაგანი განწყობის შეცვლით მთელ სამყაროს შეცვლი.