მათ სანიტარ-მცენარეებსაც უწოდებენ ოთახის მცენარეები არა მხოლოდ ალამაზებენ გარემოს, მათ სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვთ. მათი მოვლა კეთილ ტრადიციად იქცევა ხოლმე, თანაც, მცენარეები ჰაერს შესანიშნავად ასუფთავებენ და კარგ არომატსაც სძენენ. ბოლო დროს ინტერიერის დიაზინერებიც აქტიურად იყენებენ ოთახის მცენარეებს მათი დანიშნულებისამებრ და ინტერიერის დაგეგმვის დროს მათაც მიუჩენენ ხოლმე კუთვნილ ადგილს.
ჰაერის გამწმენდები, რომლებიც მრავლად იყიდება, რასაკვირველია, ასუფთავებენ ჰაერს და არომატსაც აფრქვევენ, მაგრამ იმის უნარი არ აქვთ, რომ ეს ჰაერი გამოაჯანსაღონ. მწვანე მცენარეებს კი ჰაერში ისეთი ნივთიერებების გამოყოფა შეუძლიათ, რომლებიც მავნე მიკროორგანიზმებს ებრძვიან და ადამიანების გუნება-განწყობაზეც დადებითად მოქმედებენ. თქვენ წინაშე იმ მცენარეების სიაა, რომლებიც თურმე ყველაზე უკეთ ართმევენ თავს ამ მოვალეობას და ყველაზე დადებითად მოქმედებენ. მათ სანიტარ-მცენარეებსაც კი უწოდებენ. შეგიძლიათ, ეს დეკორატიული მცენარეები – მათგან თუნდაც ერთი ან ორი, თამამად მოაშენოთ სახლში და დატკბეთ მათი კეთილისმყოფელი გავლენით.
1. სანსევიერია (სიდედრის ენა)
2. ფიკუსი
3. ქრიზანთემა
4. ალოე
5. დრაცენა
6. ეპიპრემნუმი (სცინდაპსუსი)
7. ჰერბერა
8. კალანჰოე
9. სპატიფილუმი (კალა)
10. ქლოროფიტუმი
ასევე იხილეთ: ბავშვის ოთახისთვის აკრძალული მცენარეები
6 თვემდე ბავშვის ოთახში არ არის სასურველი ოთახის მცენარეების მოშენება