როგორი ტიპის ჩარევა შეიძლება იყოს პოზიტიური ბავშვის განვითარებისთვის როგორც კვლევებმა აჩვენა, მშობლის ჩარევა ბავშვის საშინაო დავალების მომზადების პროცესში ძალიან დადებითი გავლენას ახდენს მათი სწავლის ხარისხისა და განვითარებაზე.
თუმცა მშობლების ჩარევა სულაც არ გულისხმობს, რომ მუდამ თქვენი ბავშვის გვერდით იჯდეთ, როცა ის მათემატიკის ამოცანას ხსნის ან, თუნდაც მოსაზრებას წერს წაკითხული წიგნის შესახებ. საშინაო დავალების ზედამხედველობას სულაც არ აქვს პოზიტიური ეფექტი.
ეს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის კარლ კორტერის დასკვნებია, რომელმაც გადაწყვიტა საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობელთა ჩართულობის შედეგები გამოეკვლია.
„კვლევამ აჩვენა,რომ მშობელთა ჩარევას საშინაო დავალებების კეთების პროცესში,ფაქტიურად უმნიშვნელო შედეგი აქვს“– ამბობს კორტერი. ამიტომ, მისი რჩევით, უმჯობესია მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საშინაო დავალებების კონტროლისგან, საპრეზენტაციო ტექსის შესწორებისგან ან თუნდაც კლასისთვის მოსამზადებელი პროექტის შეფასებისგან,რადგან ეს სრულებითაც არ ეხმარება ბავშვს განვითარებაში.
აბა რა შეუძლია მშობელს გააკეთოს იმისათვის,რომ თავისი შვილი იყოს კლასში წარმატებულლი?
კვლევებმა აჩვენეს რამდენიმე ვარიანტი თუ როგორი ტიპის ჩარევა შეიძლება იყოს პოზიტიური ბავშვის განვითარებისთვის:
ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენს შვილს,რომ მისგან ელით საუკეთესოს;
ესაუბრეთ შვილს სკოლის შესახებ;
დაეხმარეთ,რომ განივითაროს პოზიტიური დამოკიდებულება და სამუშაო უნარ–ჩვევები;
წაიკითხეთ წიგნი შვილთან ერთად;
მოლოდინი
„როდესაც მშობლები ეუბნებიან თავიანთ შვილებს,რომ მათგან ელოდებიან მაქსიმუმს და წარმატებას,მათი შვილები ყოველთვის მეტად ინდომებენ სწავლას“–ამბობს კარლი
რჩევები:
მიახვედრეთ თქვენს შვილს,რომ მისი კარგი შედეგი სკოლაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
უთხარით თქვენს შვილს,რომ გჯერათ მისი შესაძლებლობების;
გაამხნევეთ ის და უთხარით,რომ ის შეძლებს თავისი ოცნებების განხორციელებას;
როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი,ჯენეტ პელეტიერი ამბობს,მშობლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ,რომ თუნდაც პატარა ბავშვს შეუძლია გაიზიაროს იდეები და გამოთქვას თავისი აზრი.
„ბავშვებს აქვს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა,რომელიც უნდა იქნას ხელშეწყობილი“–ჯენეტი ამბობს. მისი თქმით–„თქვენი შვილის გამოცდილების გამოვლენის მიზნით,ჰკითხეთ მათ ამ გამოცდილების შესახებ და თან ეცადეთ საუბარში გამოიყენოთ თქვენი ბავშვისთვის უჩვეული სიტყვები“. „გქონდეთ მოლოდინი,რომ თქვენი შვილი მიაღწევს წარმატებას,რაშიც მისი თვალსაწიერის გაფართოება დაგეხმარებათ“–ამბობს იგი.
ესაუბრეთ სკოლის შესახებ
თქვენს შვილთან საუბარს, იმის შესახებ თუ რა მოხდა სკოლაში ძალიან დიდი გავლენა აქვს მის სასწავლო წარმატებაზე იმასთან შედარებით, რომ უბრალოდ იყოთ თქვენს შვილებთან სკოლის შემდეგ ან შეუზღუდოთ ტელევიზორის ყურების ხანგრძლივობა.
პელეტიერის თქმით, ჰკითხოთ თქვენს შვილს მის სასწავლო დღეზე უკვე კარგი დღის დასაწყისია.
ჰკითხეთ თქვენს შვილებს,რომ რა მოხდა შემდეგ,რაც ეხმარება თქვენს შვილს განივითაროს თანმიმდევრული აზროვნება. ამასთანავე ეს აძლევს ინფორმაციას მშობელს თუ როგორ გარემოში ვითარდება მისი შვილი.
ჰკითხეთ ბავშვებს:
დღის რომელი ნაწილი მოგეწონა ყველაზე მეტად?
რა მოხდა კარგი დღეს?
რამე ცუდი ხომ არ მოხდა?
შეგიძლია მაჩვენო რაზე მუშაობთ სკოლაში?
განუვითარე პოზიტიური დამოკიდებულება/სამუშაო უნარ–ჩვევები
„მშობლების ძირითადი საზრუნავი უნდა იყოს,რომ განუვითაროს ბავშვს სწავლის მიმართ დამოკიდებულება და სამუშაო უნარ–ჩვევები და არა „ასწავლონ“ მათ ბავშვებს“–კარლი ამბობს.
მიზანი არის ის,რომ ბავშვი გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ჰქონდეთ შესაძლებლობა დაგეგმონ და პასუხი აგონ თავიანთ გაკეთებულ საშინაო დავალებაზე. „თუმცა ეს საჭიროებს ფრთხილ ხელშეწყობასა და საკუთარი მაგალითის ჩვენებას თუ რას ნიშნავს აკეთო ყოველივე ეს,რისი მაგალითიც მშობელი უნდა გახდეს“–ამბობს პელეტიერი.
მშობლებმა უნდა ესაუბრონ თავიანთ პასუხისმგებლობებზე და როგორც უმკლავდებიან მათ. მაგალითად,უთხარით მათ: „მე მაქვს შეხვედრა ხვალ და აუცილებლად უნდა წავიკითხო ხვალამდე.რატომ არ გააკეთებ შენ შენს დავალებას,სანამ მე ჩემსას გავაკეთებ?“
წაიკითხეთ ბავშვთან ერთად
ასევე ჩატარდა კვლევა,რომელმაც აჩვენა,რომ ბავშვებს,რომლებსაც აქვს 3 ქულიანი შეფასება,მშობლები არ უკითხავენ წიგნს და არც არასდროს წაუკითხავთ.
მშობლებმა უნდა წაუკითხონ ბავშვს წიგნი იმ ენაზე,რომელიც ყველაზე კარგად ესმით და სულაც არაა აუცილებელი იყო განათლებული ამისთვის.
უბრალოდ საჭიროა წაიკითხოთ წიგნი თქვენს შვილთან ერთად და ისაუბროთ იმის შესახებ თუ რას ეხებოდა ეს ნაწარმოები.
სკოლაში ჩართულობა
სკოლაში აქტიურად სიარულსა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღებას,ასევე აქვს დადებითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე,თუმცა იგი მაინც ვერ ხვდება „რაც ყველაზე მნიშვნელოვანიას“ ოთხეულში: მაღალი მოლოდინი, საუბარი სკოლის შესახებ,უნარ–ჩვევების გამომუშავება და წიგნის კითხვა თქვენს შვილთან ერთად.
სალომე აფციაური