მთავრობის წევრებს ძირითადად მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ამიტომ ისინი განათლებას ქართულ სკოლებში იღებენ შვილისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემა ყველაზე კარგი ინვესტიციაა, მაგრამ ზოგი ამას უსახსრობის გამო ვერ აკეთებს. მთავრობის წევრებს ძირითადად მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ამიტომ ისინი განათლებას ქართულ სკოლებში იღებენ. უმეტესობა 53-ე სკოლის მოსწავლეა, დანარჩენები კი სხვადასხვა ძვირადღირებულ სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლობენ, სადაც სწავლა ძალიან ძვირი ღირს.
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ორი ვაჟი ჰყავს. უფროსი ვაჟი, 9 წლის ნიკოლოზი სკოლაში დადის, ანდრია კი ჯერ ისევ ბაღში სწავლობს. ნიკოლოზ ღარიბაშვილი კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეა, რომელიც ჭავჭავაძეზე მდებარეობს. ის თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება. აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. კავკასიის ფრანგულ სკოლაში სწავლის წლიური გადასახადი 5600 ევროს შეადგენს.
ირინე იმერლიშვილი
უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინე იმერლიშვილს ორი შვილი ჰყავს. მიხეილ და ნატალია ბებოშვილები "ახალ სკოლაში" სწავლობენ, რომელიც ბაგებში მდებარეობს. როგორც ირინე იმერლიშვილის 2013 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია ნათქვამი, ის შვილების სწავლაში ყოველწლიურად 9 000 ლარს იხდის.
დავით ნარმანია
ქალაქის პირველი პირის, დავით ნარმანიას ვაჟი კონსტანტინე ნარმანია ჯერ მხოლოდ 4 წლის არის და საქართველოს უნივერსიტეტის ბაღში დადის, სადაც
სწავლის გადასახადი ყოველთვიურად 400 ლარს შეადგენს. როგორც ბაღის პედაგოგები აცხადებენ, დავით ნარმანია ხშირად აკითხავს შვილს ბაღში და პერსონალის მიმართ ყურადღებიანია.
გაგრძელება