აქ გამოყენებულია ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, ამიტომაც ნოუთბუქი სკოლაში მთავარი ატრიბუტია არსებობს ისეთი სკოლა, სადაც ბავშვები სიამოვნებით ივლიან? დიახ? არქიტექტურულმა კომპანიამ „როსან ბოშმა“ 30-მდე სკოლა დააპროექტა, რომლებიც უფასო სასკოლო ორგანიზაცია „ვიტრას“ ეკუთვნის. ამ სკოლაში არ არის კედლები და შესაბამისად, არ არის კლასები. ბავშვებს ჯგუფებად ყოფენ, სწავლების სხვადასხვა ტიპზე დაყრდნობით. ყველა ბავშვის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა აქვთ და გარკვეული სქემით ასწავლიან.
„ვიტრას“ ყველაზე ცნობილი სკოლა შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს და 1900 კვადრატული მეტრი ფართობი უჭირავს. სკოლის სივრცეში არის 5 ძირითადი ტერიტორია: გამოქვაბულები – პირადი სივრცე სწავლისთვის, ლაბორატორია – ექსპერიმენტები და პრაქტიკული სამუშაო, ცეცხლი – ჯგუფური პროცესი, წყალი – შეხვედრებისა და დისკუსიების ადგილი, შოუოფი – ნოვატორობა და აღმოჩენები.
შენობის ინტერიერი ძალიან ვრცელია, გამოყენებულია ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, ამიტომაც ნოუთბუქი სკოლაში მთავარი ატრიბუტია. აქ არ არის კლასიკური მერხები, თუმცა ყველა ბავშვს აქვს კომპიუტერი. თუ შეიძლება წარმოიდგინოთ მომავლის სკოლა, ეს სწორედ ის არის. ეს თავისუფალი სკოლა ეფუძნება სკოლის მოსწავლეებისთვის სივრცის შექმნას, სადაც გარემო სასკოლო განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.