მზად არის თქვენი შვილი სკოლისთვის? - რა უნდა იცოდეს 6 წლის ბავშვმა - მშობლები

მზად არის თქვენი შვილი სკოლისთვის? - რა უნდა იცოდეს 6 წლის ბავშვმა

2014-08-01 09:45:33+04:00

რა არის აუცილებელი მინიმუმი, რაც სასკოლო ბავშვს მოეთხოვება უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე? სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ეს არ არის აუცილებელი. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა ბავშვი ჰიპერაქტიურია, ფსიქოლოგები ურჩევენ, ბავშვს არ დააძალონ წერა-კითხვა, რომ მერე სკოლაში არ დაკარგოს ინტერესი. თუმცა ელემენტარული ხაზების გავლება, ფიგურების, ასოების ცნობა, სასურველია, იცოდეს. კიდევ რა არის აუცილებელი მინიმუმი, რაც სასკოლო ბავშვს მოეთხოვება?

• უნდა იცოდეს თავისი სახელი, გვარი, მისამართი, ოჯახის წევრების სახელები.

• იცოდეს წელიწადის დროები, თვეების სახელები, კვირის დღეები. არჩევდეს ფერებს.

• ითვლიდეს 20-მდე.

• შეეძლოს საგნების შედარება: უფრო დიდი, უფრო ნაკლები, თანაბარი.

• შეეძლოს ერთნაირი ნივთების დაჯგუფება (ამგვარი, გონების გასავარჯიშებელი და გასაწაფი დავალებების შესრულებაში დაეხმარება საბავშვო ჟურნალები, სადაც განსხვავებები, ლაბირინთები, გონების სხვაგვარი სავარჯიშოებია).

• საგნების ჯგუფში იპოვოს ზედმეტი.

• გამოთქვას თავისი აზრი, ააგოს დასრულებული წინადადება (უნდა ჰქონდეს ლექსიკის გარკვეული მარაგი. ამისთვის აუცილებელია, ჰქონდეს წიგნებთან ურთიერთობა, ხშირად უკითხეთ წიგნები).

• ჰქონდეს საკუთარი წარმოდგენა სამყაროზე: პროფესიებზე, ბუნებაზე, ცხოველებზე, მცენარეებზე.

• იცოდეს საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის ელემენტარული წესები.

• დაახლოებით ერკვეოდეს, რა არის მარცხენა, მარჯვენა, ქვემოთ, ზემოთ...

• იოლად ურთიერთობდეს სხვა ბავშვებთან.

• უფროსების დავალებებს ასრულებდეს.

ასევე იხილეთ