როკ-კონცერტებზე და დისკოთეკებზე მაქსიმალურად ერიდეთ თავის გიჟურ ქნევას მაგალითის სახით მოჰყავთ "მოტორჰედის" ფანის შემთხვევა – 50 წლის თაყვანისმცემელს თავის ტვინის თრომბი განუვითარდა. კონცერტის შემდეგ ძალიან ასტკივდა თავი, რის გამოც საავადმყოფოში წაიყვანეს და იქ ორი კვირა მოუწია ყოფნა. ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ მარცხენა მხრიდან იყო შინაგანი სისხლდენა, რამაც თრომბი გამოიწვია. მისი მოცილება ქირურგიული გზით მოხდა.
ცნობილია, რომ ასეთი ჰემატომები ძლიერ დარტყმებს მოჰყვება. თუმცა მას ტრავმები არ ჰქონია – საყვარელი ჯგუფის კონცერტზე იყო და იქ დაემართა.
ეს მეოთხე დოკუმენტირებული შემთხვევაა ჰემატომისა, რომელსაც თავის ძლიერი ქნევა იწვევს. ერთ-ერთ შემთხვევას გარდაცვალებაც მოჰყვა. როცა ადამიანი ძალიან აქნბევს თავს, მატულობს სისხლძარღვების გახეთქვის რისკი. ასე რომ, როკ-კონცერტებზე და დისკოთეკებზე მაქსიმალურად ერიდეთ თავის გიჟურ ქნევას.