მშობელმა 3 თვეში ერთხელ ძალიან პატარა ულუფებად უნდა მიაწოდოს ბავშვს ეს პროდუქტები და დააკვირდეს ისეთ გავრცელებულ და აქტუალურ პრობლემაზე, როგორიცაა ალერგია ბავშვებში, ცნობილი პედიატრი ყარამან ფაღავა გვიზიარებს თავის მოსაზრებას.
- რამდენად ხშირია დღეს სეზონური ალერგიები და ზამთარში რამდენადაა გავრცელებული ეს პრობლემა?
- ალერგია 2 სახის არის - ან მთელი წლის განმავლობაში რომ არსებობს, ან სეზონურად. ალერგია უფრო ხშირად გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომის სეზონზეა. ზამთარში ალერგია შედარებით იშვიათია და შეიძლება სახლის მტვერთან იყოს დაკავშირებული.
- როგორ უნდა ვუმკურნალოთ ალერგიას?
- ალერგიის მიზეზის დადგენაში მშობლის როლი ძალიან დიდია. მშობელმა ზუსტად იცის რას ჭამს და რას სვამს, როგორ გარემოში იზრდება მისი შვილი. შესაბამისად ექიმს უნდა მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია რომელი საკვების მიღების შემდეგ უვლინდება ბავშვს ალერგიის ნიშნები, სად ემართება ალერგია - ქალაქში თუ სოფელში და ა.შ. აუცილებელია დაკვირვება.
თუ ძალიან უჭირს ბავშვს, წამლებიც უნდა გამოვიყენოთ. არსებობს მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდი, ასევე დიეტა. ბავშვის მენიუდან დროებით მაინც უნდა ამოვიღოთ ისეთი საკვები, რომელიც იწვევს ალერგიას. ასეთია: კვერცხი, თევზი, მარწყვი, კენკროვანი ხილი, შებოლილი საკვები, თაფლი, მანის ფაფა, ნიგოზი და სხვა. დიეტა არ გულისხმობს ამ საკვების სრულად ამოღებას ბავშვის კვების რაციონიდან. მშობელმა 3 თვეში ერთხელ ძალიან პატარა ულუფებად უნდა მიაწოდოს ბავშვს ეს პროდუქტები და დააკვირდეს. დროთა განმავლობაში ბავშვის ორგანიზმმა შესაძლოა გადალახოს პრობლემა და შეეგუოს მისთვის „აკრძალულ“ საკვებს.
ბავშვებისთვის, რომლებსაც ბრონქული ასთმა აწუხებთ, ძალიან კარგია ჩასაბერი სათამაშოები, აუზი, დასვენება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კურორტებზე.
ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ქუჩის, კარსგარეთა ალერგია, რომელიც ქუჩაში არსებულ ანტიგენებს უკავშირდება. ომში გამარჯვება შეუძლებელია შეტევის გარეშე, ჯანმრთელობისთვსაც ბრძოლაა საჭირო. გარემოს გაუმჯობესება მშობლების საერთო საზრუნავი უნდა იყოს.
სალომე გორგოშიძე
ასევე იხილეთ: რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია
რჩევა ალერგიული ბავშვების მშობლებს
ქალაქში მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად იტანჯებიან საკვებზე ალერგიით