ტყუილად როდი გვეხვეწებოდნენ ბებიები შალის ტანსაცმლის ტარებას ნატურალურ შალსა და ამ მასალით დამზადებულ ნაწარმს სამკურნალო თვისებები აქვს. ტყუილად როდი გვეხვეწებოდნენ ბებიები შალის ტანსაცმლის ტარებას. მართალნი იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ შალის წინდა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდესო. თანამედროვე ექიმებიც დარწმუნდნენ, რომ შალს ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ამიტომ შალის ნაწარმი უნდა ჰქონდეს არა მარტო ყველა ბავშვს, არამედ ყველა მშობელს და ბებია-პაპას.
ნატურალურ შალს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს.
1. შეუცვლელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი ან ნერვის ანთება აწუხებს.
2. ვისაც ნებისმიერი ორთოპედიული დაავადება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და კუნთების ტკივილი აქვს. მათ აუცილებლად უნდა ატარონ შალის სამოსი ან მოსახვევი.
გაციების დროს ყველამ შალის სამოსი უნდა ჩაიცვას.
ნატურალური შალი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი დაავადებების მკურნალობის შემადგენელ ნაწილად, როგორიცაა: ოტიტი, სინუსიტი, ლიმფადენიტი. თუ ყელის პრობლემაა, მოიხვიეთ ნატურალური შალის შარფი.
ცოტა რთულადაა საქმე ჰაიმორტთან დაკავშირებით. აქ შალით მკურნალობისთვის საჭიროა ანთების ადგილზე შალის მშრალი ქსოვილი დაიდოთ (ანუ მშრალი კომპრესი). იგივე გააკეთეთ ოტიტის შემთხვევაშიც.
შალის თვისებები გამოგადგებათ ფილტვების ანთებისა და პნევმონიის დროსაც. საერთოდ, მატყლი ფილტვების სამკურნალო საუკეთესო ხალხურ საშუალებად მიიჩნევა. ამ დროს ბავშვს შალის მაისური შიშველ ტანზე ჩააცვით - შეიძლება მკლავების გარეშეც იყოს. ზემოდან ჩვეულებრივი ტანსაცმელი გადააცვით და ასე ატარეთ, რამდენ ხანსაც შეძლებთ. ის მდოგვის საფენებზე უფრო ეფექტურია, თუმცა ცოტა იკბინება. დროთა განმავლობაში კანი ეჩვევა მას.