ბევრ ბავშვს დრო და დრო აღენიშნება უსიამოვნო სუნი პირიდან, უნდა მივაქციოთ თუ არა ამას ყურადღება? ბევრ ბავშვს დრო და დრო აღენიშნება უსიამოვნო სუნი პირიდან, უნდა მივაქციოთ თუ არა ამას ყურადღება?
თუ სუნი გაჩნდა და ცოტა ხანში გაქრა, თან თუ ბავშვი აქტიური და მხიარულია - ნერვიულობა არ ღირს. თუ შეამჩნიეთ არასასიამოვნო სუნი პირიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი ავადაა და უნდა უმკურნალოთ. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიფრთხილე გმართებთ.
მაგალითად, თუ სუსტადაა, მოწყენილია, არ თამაშობს და ამასთან ერთად პირიდან ამოსდის აცეტონის მსგავსი სუნი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. აცეტონის სუნი მიუთითებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე, თირკმლის პრობლემებზე. ექიმი დანიშნავს გამოკვლევებს და შარდის ანალიზს.
უმრავლეს შემთხვევაში არასასიამოვნო სუნი დაკავშირებულია პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებასთან - თან სდევს ხოლმე ყელის დაავადებებს, ან ნაღვლის გაღიზიანებას.
სუნი ხშირად შეინიშნება დილაობით. ეს აიხსნება იმით, რომ პირის ღრუს ლორწოვანი შრება და მრავლდება მიკრობები. თუ ბავშვი დალევს წყალს და გამოიხეხავს კბილებს, სუნი გაქრება. უსიამოვნო სუნის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ჩირქოვანი პროცესი ადენოიდებში. აუცილებელია პირის ღრუსა და კბილების გამოკვლევა.
რითია საშიში სუნი პირიდან?
საქმე ისაა, რომ ბაქტერიების გამრავლებას თან სდევს კარიესი, სტომატიტი, გინგივიტი და სხვადასხვა ანთებითი დაავადება.
როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი?
თუ ექიმმა ვერ აღმოაჩინა ვერანაირი ანთებითი პროცესი, არც ცხვირ- ხახაში, არც პირის ღრუში და სუნი რჩება ჰიგიენური პროცედურების შემდეგაც, ღირს დაფიქრება იმაზე, სწორად ისუფთავებთ თუ არა პირის ღრუს. დაახლოებით 80% მიკრობებისა ენასა და კბილებზეა. ამიტომ საჭიროა ენისა და ლოყების შიგნითა ზედაპირის ზედმიწევნით გასუფთავება. ყოველ 2 თვეში შეუძინეთ ბავშვს ახალი კბილის ჯაგრისი. გამოყენების წინ რამდენიმე საათით ჩაუშვით მდუღარეში, რათა ცოტათი დარბილდეს და არ გაუღიზიანოს პატარას ღრძილები. ბევრ ბავშვს არ უყვარს კბილების გახეხვა, აღარაა ლაპარაკი ენასა და ყბაზე. გააკეთეთ ეს ერთად, აუხსენით პატარას როგორ იხმაროს სწორად ჯაგრისი, მოუყევით რაიმე ისტორია ან ზღაპარი კბილის ჯაგრისსა და კბილებზე. გახადეთ ეს პროცესი მისთვის სასიამოვნო.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: რა უნდა ვიცოდეთ თანკბილვაზე, ბრეკეტებზე, კბილების გაშავებასა და გაყვითლებაზე