შესაძლო დაავადებების პროგნოზირებით დაავადების თავიდან აცილებაც შეიძლება თუნდაც თქვენს ოჯახში არ იყოს აშკარა გენეტიკური გადახრები, რომლებისაც ჩვეულებრივ ეშინიათ ხოლმე მედიცინისგან შორს მდგომ ადამიანებს (შიზოფრენია, ეპილეფსია, დალტონიზმი, ჰემოფილია და ა.შ.), ღირს სამედიცინო ხის შედგენა ყველა დაავადების მითითებით, რომლების გახსენებასაც შეძლებთ. შესაძლო დაავადებების პროგნოზირებით დაავადების თავიდან აცილებაც შეიძლება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
მართალია გულის იშემიური დაავადება მემკვიდრული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მემკვიდრულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, ჰორმონალური პათოლოგიები. არტერიული ჰიპერტენზიის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის მემკვიდრული პათოლოგია.
რა უნდა მოვიმოქმედოთ?
გულის დაავადებების უმეტესობას ერთი კარგი თვისება აქვს - ყოველთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ მისი განვითარება. ხშირად ატარეთ სუფთა ჰაერზე თქვენი შვილი, მეტად ამოძრავეთ, თქვენი ოჯახის კვების რაციონი გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით და გახსოვდეთ, რომ შეზღუდოთ ცხოველური ცხიმები და მარილი. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიფრთხილით მიიღეთ ჰორმონალური კონტრაცეპტივები და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.
ალკოჰოლიზმი
დიდი ხნის განმავლობაში იყო უარყოფილი აზრი „მემკვიდრულ ალკოჰოლიზმზე“, მაგრამ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს დაავადება შეიძლება გადავიდეს მშობლიდან შვილზე. ითვლება, რომ ალკოჰოლის ხანგრძლივად მიღების დროს ორგანიზმში მიმდინარეობს შეუქცევადი პროცესები, ნერვული სისტემისა და ტვინის ფუნქციის მოშლა. სწორედ ეს დარღვევები გადაეცემა მემკვიდრეობით, ისინი არიან „დამნაშევე“ იმაში, რომ ალკოჰოლი იწვევს დადებით ემოციებს, მას ადვილად ეჩვევიან.
რა მოვიმოქმედოთ?
როდესაც ბავშვი მოიზრდება, აუხსენით ალკოჰოლის მავნებლობაზე, გადაუტანეთ ყურადღება და დააკავეთ სხვადასხვა სპორტით, ეცადეთ იზოლირება გაუკეთოთ მათგან, ვინც ბოროტად იყენებს სპირტიან სასმელს.
შაქრიანი დიაბეტი
ამ დაავადების წარმოშობაზე პასუხისმგებელია გენების მთელი ჯგუფი. რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადადის არა თავად დაავადება, არამედ ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მის განვითარებას. ეს პრობლემებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიდრეკილება სიმსუქნისადმი, ცხიმოვანი ცვლის მოშლა. თუმცა დიაბეტით შეიძლება დაავადდეს გამხდარიც. გაიგეთ ახლობლებისგან ვის ჰქონდა დიაბეტი, რა ასაკში გამოუვლინდა, სიმპტომურად განვითარდა დაავადება თუ შემთხვევით გამოუვლინდა, განვითარებია თუ არა კომა, ნეფროპათია?
რა მოვიმოქმედოთ?
ყურადღება მიაქციეთ ბავშვის წონას, ნაკლებად მიეცით ტკბილეული ან საერთოდ შეუცვალეთ ხილით. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოხდეს ვირუსული ინფექციით, წითელათი, ეპიდემიური ჰეპატიტით. გაესაუბრეთ ექიმს, უმჯობესია ვირუსებისგან თავი დაიცვათ ვაქცინაციით. თუ არადა გააკაჟეთ პატარა, მიეცით ვიტამინებით მდიდარი საკვები, ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვი იყოს რაც შეიძლება მოძრავი.
კარიესი
დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს გენური და ქრომოსომული მუტაცია. თავად კარიესი არ წარმოადგენს მემკვიდრულ დაავადებას, მაგრამ ბავშვებს მშობლებისგან გადაეცემათ კბილის ზომა, კბილის ქსოვილის შემადგენლობა, კბილებს შორის მანძილი. ბოლო მონაცემებით, მიდრეკილება კარიესისკენ 89%-ში უვითარდებათ ბავშვებს მაშინ, როდესაც ორივე მშობელი დაავადებულია კარიესით.
რა მოვიმოქმედოთ?
თუ ოჯახში თითქმის ყველას დროდადრო სტკივდებათ კბილები, მაშინ პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან 1 წლის ასაკშია აუცილებელი სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია, რადგან შეიძლება გაჩნდეს ანთებითი პროცესები, დაირღვეს კბილების მოცვლის ვადები. ყოველ 6 თვეში ერთხელ აჩვენეთ ბავშვი სტომატოლოგს.
თუ ბავშვი მიდრეკილია კარიესისკენ, ექიმი უნიშნავს ანტიბაქტერიულ სავლებებს და ასევე სთავაზობს მშობელს კბილების ფტორ-ლაქით დაფარვას. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას.
იცხოვრეთ კომფორტულად, დაკავდით სპორტით. თუ არ გამოგდით, - იცეკვეთ. მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. ბავშვებს მოუმზადეთ სასარგებლო დესერტები ხაჭოთი და ხილით.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ