აკუპრესურის მეშვეობით ეს შესაძლებელია სხეულის წერტილებზე ზეგავლენით რომ ბევრ ორგანოზე შეიძლება ზემოქმედების მოხდენა, ახალი არ არის. ამაზე ჩვენც დაგვიწერია. ჯერ კიდევ ძველი ჩინური მედიცინა ეფუძნებოდა ამ სწავლებას. წერტილოვანი მასაჟის მეშვეობით, ჩვენს სხეულზე განთავსებულ აქტიურ წერტილებზე ზეწოლით მრავალ დაავადებასთან შეიძლება ბრძოლა.
აკუპრესურა კი ერთგვარი წერტილოვანი მასაჟია. საკმარისია ზუსტად იცოდეთ, სად მდებარეობს საჭირო წერტილები. მაგალითად, ყელის ჯანმრთელობაზე პასუხს აგებენ წერტილები ყელზე. ღვიძლის მუშაობის მარეგულირებელი წერტილები მუცელზე და ფერდების ქვედა რიგშია.
ამ მეთოდის ეფექტურობა შეგიძლიათ შეამოწმოთ მაშინ, როცა თავი გტკივათ. დააჭირეთ წერტილს, რომელიც მდებარებს ცერ და საჩვენებელ თითებს შორის. ამ წერტილის მასაჟი ადუნებს, ამშვიდებს, გულის რიტმს აწესრიგებს. თავის ტკივილი სულ მალე მოგეხსნებათ.
ასევე იხილეთ: წერტილოვანი მასაჟის საიდუმლოებები დიდებისა და პატარებისთვის