ენტეროვირუსი, რომელიც მენინგიტს იწვევს, შარშან იყო გავრცელებული. წელს კი მომრავლებულია ნოროვირუსები და როტავირუსები ზაფხულის პერიოდში სეზონური ვირუსები უფრო აქტიურდება, შესაბამისად, ამ წელს მომრავლებული სწორედ ნორო და როტა ვირუსებია. როგორც ჩვენთან საუბარში პაატა იმნაძე ამბობს, აღნიშნული ვირუსები საშიში არ არის, მხოლოდ ორ დღეს გრძელდება და გულისრევა და პირღებინება ახასიათებს.
"ენტეროვირუსი, რომელიც მენინგიტს იწვევს, შარშან იყო გავრცელებული. წელს კი მომრავლებულია ნოროვირუსები და როტავირუსები. ეს გავრცელებულია არა მარტო საქართველოში, არამედ შერთებულ შტატებში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში.
ნაწლავთა ინფექციებს, ანუ ნოროვირუსსა და როტავირუსს, ახასიათებს გულისრევა, პირღებინება, ზოგჯერ ფაღარათიც. მართალია ეს ვირუსული ინფექციები მთელი წელია გავრცელებული, მაგრამ ამ სეზონზე უფრო მომრავლებულია. საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, მთელ მსოფლიოში რაც არის, ჩვენთანაც ის არის გავრცელებული", - ამბობს პაატა იმნაძე.
რაც შეეხება ზღვისა და მთის დაავადებებს, როგორც იმნაძე ამბობს, ზაფხულში ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული დაავადებები არ იჩენენ თავს და თუ ადამიანი ხელს არ დაიბანს, ჰიგიენის ნორმებს არ დაიცავს, ზღვაზეც და მთაშიც იგივე ინფექცია შეხვდება, რაც ქალაქში.
"საქმე ის არის, რომ ზღვის წყალში ბავშვმა რომ იბანაოს და წყალი ჩაყლაპოს, შეიძლება დიარეა გამოიწვიოს იმიტომ, რომ ზღვის წყალში მაგნიუმის მარილებია და ამან დიარეა გამოიწვიოს. ჩვეულებრივ რაც არის ზაფხულში, ის არის გავრცელებული ზღვაზეც, მთაშიც, სოფელშიც და ქალაქშიც. ზაფხულში თუ ხელებს ხშირად არ დაიბანთ, დიარეა იქნება თუ სხვა დაავადება, ყველგან დაგემართებათ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ნოროვირუსისა და როტავირუსისგან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს, ნოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ: გაგრძელება