ადრეული დიაგნოსტიკისთვის კი მთავარი დროული გამოკვლევები და ანალიზების ჩატარებაა რამდენიმე წლის წინ ამერიკელი მეცნიერები აცხადებდნენ, რომ 2015 წლისთვის კიბოს დამარცხებას შეძლებდნენ. მართალია, ბევრი სასარგებლოი აღმოჩენა გაკეთდა, მაგრამ ამ სენის სრულ დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
ფილტვის, კუჭის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს, პროსტატისა და სხვა ორგანოების კიბო მაქსიმალურად ადრეულ დიაგნოსტიკას მოითხოვს. რაც მალე აღმოაჩენს და დაიწყებს ადამიანი მკურნალობას, მით მაღალია გადარჩენის შანსი.
ადრეული დიაგნოსტიკისთვის კი მთავარი დროული გამოკვლევები და ანალიზების ჩატარებაა.
რომელი ანალიზები დაგვეხმარება ამაში?
18 წლის შემდეგ გოგონებმა ყოველგვარი ჩივილის გარეშე უნდა მიმართონ მამოლოგსა და გინეკოლოგს. ჩააბაროს პაპ-ტესტი და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტაროს.
ქალებმა 40 წლის შემდეგ მამოლოგი და გინეკოლოგი წელიწადში 1-2-ჯერ უნდა მოინახულონ, ჩააბარონ პაპტესტი და მამოგრაფიული კვლევა ჩაიტარონ.
ქალებმაც და მამაკაცებმაც აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხონ თერაპევტს, აიღონ სისხლის და შარდის ანალიზი, გადაიღონ გულ-მკერდის რენტგენოგრამა, კუჭ-ნაწლავისა და შარდსასქესო ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სპეციალისტთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.
მამაკაცები 35 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯონ უროლოგს და პროსტატის მდგომარეობა გააკონტროლონ.
თუ ქრონიკული დაავადება გააწუხებთ, წელიწადში ერთხელ მაინც მისი გადამოწმება აუცილებელია.
ქალებსა და მამაკაცებს, ვისაც მევრი ხალი ან მეჭეჭი აქვს, წელიწადში ერლ დერმატოლოგის კონსულტაცია სჭირდებათ.