წლის ცივ თვეებში გაციება თითქმის ყველა პატარას სტუმრობს. ამ დროს მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს წლის ცივ თვეებში გაციება თითქმის ყველა პატარას სტუმრობს. ამ დროს მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს.
თუ ბავშვს ცხვირს არასწორად გამოურეცხავთ, სერიოზულ გართულებებს მივიღებთ. ყელ-ყურის ექიმები ამბობენ, რომ ამ დროს შესაძლოა ბავშვს ოტიტი (შუა ყურის ანთება) განუვითარდეს. ექიმები გაციებისას ცხვირის სანაციას, ძირითადად ფიზიოლოგიური ხსნარით და ზღვის წყალით ნიშნავენ. ბავშვი ზურგზე უნდა დააწვინოთ და რამდენიმე წვეთი სითხე ნელ-ნელა უნდა ჩავაწვეთოთ ჯერ ერთ, მერე მეორე ნესტოში. რამდენიმე წუთის შემდეგ გათხელებული ლორწო ცხვირის სპეციალური ასპირატორით უნდა გამოვიღოთ.
ცხვირის გამორეცხვა მაშინ ხდება, როდესაც ნესტოები ნაკლებად არის გაჭედილი და ბავშვი სუნთქავს. თუ ბავშვს ცხვირი ძალიან აქვს გაჭედილი და ვერ სუნთქავს, ვიყენებთ სისხლძარღვების გამაფართოებელ პრეპარატს, რომელსაც ექიმი ნიშნავს. ერთდროულად ორივე ნესტოს გამორეცხვა არ შეიძლება, ამ დროს შესაძლოა ინფექცია გავრცელდეს და ოტიტი გამოიწვიოს. ექიმთან ყოველთვის დააზუსტეთ წამლის მიღების დოზა. ხშირად მშობლები ყიდულობენ წამლებს, სახლში მიდიან და როდესაც უნდა გახსნან და ბავშვს დაალევინონ, აღარ ახსოვთ რა დოზა უნდა მისცენ. მშობელმა ექიმს დაწვრილებით უნდა გამოკითხოს რამდენჯერ, რა დოზით, როგორი ინტერვალით უნდა მისცეს ბავშვს წამალი. ხშირად მშობლებს ერიდებათ ექიმთან დარეკვა და დოზების საკითხს ინტერნეტფორუმებზე არჩევენ, სხვა დედებს ეკითხებიან, რა დოზით ასმევდნენ ისინი ამ წამალს ბავშვებს. ეს დაუშვებელია!
დაურეკეთ თქვენს ექიმს და როდესაც ნამდვილად დარწმუნდებით, როგორ და რა დოზით მისცეთ ბავშვს წამალი, მხოლოდ მას შემდეგ მიეცით. სიფრთხილე გმართებთ ანტიბიოტიკების გამოყენებისას. ზუსტად უნდა დაიცვათ დროის შუალედი და თვითნებრურად არავითარ შემთხვევაში არ დაალევინოთ ის ბავშვს. უბრალო გაციების დროს ანტიბიოტიკის მიღება საჭირო არ არის. ამან შესაძლოა ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.
არც წამლის თვითნებური დალევა შეიძლება. კონკრეტულ სიტუაციაში ექიმი კონკრეტულ წამალს ნიშნავს და რაც წინა ვირუსის დროს გამოგადგათ, ის შეიძლება ამ შემთხვევაში სულაც არ იყოს ეფექტური.
ყოველთვის დააკვირდით სახლში ჰაერის ტენიანობას. როცა ბავშვი გაციებულია, კიდევ უფრო ცუდ გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად სახლში არსებული მტვერი და მეტისმეტად მშრალი ჰაერი. ბავშვი გაიყვანეთ სხვა ოთახში და ერთი წუთით გაანიავეთ ოთახი. ეს ორ-სამჯერ მაინც გააკეთეთ დღეში, რომ პატარამ სუფთა ჰაერი ისუნთქოს.