რა შემთხვევაში უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თავის ტრავმის დროს - ნევროლოგის რეკომენდაციები მშობელთა უყურადღებობის თუ სხვა მიზეზების გამო ბავშვები ხშირად იღებენ თავის ტრავმებს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმ მომენტში და რა შემთხვევაშია აუცილებელი ნევროპათოლოგთან ვიზიტი - გვესაუბრება პედიატრიული პრივატ კლინიკის ნევროლოგი ინგა ბულია:
- სამწუხაროდ, ნებისმიერი ასაკის ბავშვი შეიძლება წაიქცეს და მიიღოს ქალა-ტვინის ტრავმა. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის თავის ქალას ძვლები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ისინი პლასტიური და მoZრავია, ამიტომაც უმნიშვნელო დარტყმაც კი შეიძლება სერიოზული ტრავმა აღმოჩნდეს. თავის ტრავმის მიღების შემდეგ ბავშვი უნდა იწვეს საწოლში, თავი უნდა ედოს პატარა ბალიშზე. გულისრევის და ღებინების შენთხვევაში - გვერდზე. პაციენტის მდგომარეობის ადექვატური შეფასების მიზნით, ქალა-ტვინის ტრავმის მიღბიდან 1-2 საათის განმავლობაში ბავშვმა არ უნდა დაიძინოს. მნიშვნელოვანია მუდმივი მეთვალყურეობა 24 საათის განმავლობაში. თავზე არსებული ნაჭდევები, ექსკორიაციები, სისხლმდენი ჭრილობები უნდა დამუშავდეს წყლით, საპნით და შემდეგ დაედოს სტერილური ნaხვევი. არ შეიძლება ბავშვის, განსაკუთრებით ახალშობილის რწევა. ყველაზე მსუბუქი არის თავის რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ დროს თავის ტვინის დაზიანება არ ხდება, დარტყმის ადგილას ვითარდება მცირე ზომის ნაჭდევი ან ადგილობრივი შეშუპება. აღნიშნულ ადგილზე აუცილებელია ცივის დადება 10-20 წუთით. 10-20 წუთში ბავშვი მშვიდდება და წყვეტს ტირილს.
თავის ტვინის შერყევის, თავის ტვინის ტრავმის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების გამოძახება და სპეციალიზირებულ სტაციონარში ბავშვის გადაყვანა ბaვშვთა ნევროლოგის, ტრავმატოლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაციის ჩატარების მიზნით, ან აღნიშნულ სპეციალისტებთან დამოუკიდებლად ბავშვის მიყვანა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში:
ბავშვის ასაკი ნაკლებია 1 წელზე; თავის კანი დაზიანებულია ან აღენიშნება ღრმა ჭრილობა; მიუხედავად პირველადი სამედიცინო დახმარებისა, სისხლდენა გრძელდება ტრავმის მიღებიდან 5 წუთზე მეტ ხანს; ქალა-ტვინის ტრავმა გამოწვეულია ძლიერი დარტყმის, შეჯახების შედეგად; ბავშვს აღენიშნა გონების კარგვა, ღებინება, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა, უჩვეულო დაღლილობა, ფსიქიკური დარღვევა, დეზორიენტაცია, გაუგებარი მეტყველება, პათოლოგიური წყურვილი; სასწრაფო სტაციონარიზაცია აუცილებელია ძლიერი სისხლდენის, ყურიდან ან ცხვირიდან გამონადენის (ლოქვორი), კრუნჩხვების, კისრის ტრავმის, უგონო მდგომარეობის დროს.
ქალა-ტვინის ტრავმის დაგვიანებული დიაგნოსტიკა ახანგრძლივებს გამოჯანმრთელების პერიოდს, აუარესებს გამოსავალს.
სალომე გორგოშიძე