როდის არის აუცილებელი, რომ ბავშვი ოფთალმოლოგთან მიიყვანოთ რა ასაკიდან უნდა მივაქციოთ ყურადღებმა ბავშვის მხედველობას და როგორი უნდა იყოს ბავშვის მხედველობითი რეჟიმი, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ოფთალმოლოგი, ნანა კვაჭაძე გვესაუბრება.
- ბავშვის მხედველობის შემოწმება უნდა მოხდეს სიცოცხლის პირველ დღეებში, შემდგომ სამი, ექვსი თვის და ერთი წლის ასაკში. არეულ ასაკში ხდება რეფლექსების შემოწმება (წითელი რეფლექსი, რქოვანას სინათლის რეფლექსი, თვალის ფსკერის დათვალიერება). სამი წლიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით. ხშირად, მშობლები თავს იკავებენ ოფთალმოლოგთან ვიზიტისგან, რადგან ხშირად ბავშვები კვლევის პროცესში არ ჩერდებიან (საუბარია 3 წლამდეა ბავშვები) ასეთ შემთხვევებში ბავშვის მხედველობის ფუნქციების შემოწმებას ვახერხებთ სათამაშოების და ბავშვებისის განკუთვნილი სპეციალური გასართობი მოწყობილობების საშუალებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგთან ვიზიტი სკოლაში მისვლამდე, რადგანაც ამ დროს მატულობს მხედველობითი დატვირთვა, რეფრაქციის მანკის დროს კი (როგორიცაა მიოპია, ჰიპემეტროპია, ასტიგმატიზმი) იწყება დაძაბვის თავის ტკივილი, რაც ხელს უშლის მეცადინეობის პროცესს.
- შესაძლებელია მხედველობის პრობლემა დაბადებიდან ჰქონდეს ბავშვს?
- დიახ, შესაძლებელია ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი ოფთალმოლოგიური პათოლოგიით, როგორებიცაა: მიკოროკორნეა, მიკოფტალმი, გლაუკომა, კატარაქტა და სხვა. ეს პათოლოგიები განპირობებულია დედის მიერ ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციით. დღენაკლ პატარებს შესაძლოა აღენიშნოთ რეტინოპათია, რეტინობლასტომა, კატაქარტა, გალუკომა და სხვა.
- როგორი უნდა იყოს ბავშვის მხედველობის რეჟიმი?
- ბავშვმა უნდა იმეცადინოს კარგად განათებულ ოთახში. აუცილებელია მაგიდასთან ზურგგამართული ჯდომა, წიგნი და რვეული თვალს 30-33 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვი მშობლებმა საერთოდ უნდა მოარიდონ კომპიუტერს. ყოველი 20-30 წუთის აქტიური მუშაობას (კითხვას, კომპიუტერთან თამაშს და სხვა) უნდა მოჰყვებოდეს ხუთწუთაინი დასვენება. ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება, ზოგადგამაჯანსარებელი პროცედურები, სპორტი.
- რომელი საკვები პროდუქტები უწყობენ ხელს მხედველობის განვითარებას?
- მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტებია: სტაფილო, პომიდორი, ღვიძლი, წიწიბურა, წიწაკა, ხენდრო, მარწყვი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გარგარი, ნესვი, თევზი. შავი მოცხარი საგრძნობლად აუმჯობესებს ღამის მხედველობას, ზედის მხედველობის სიმახვილეს და მხედველობის ველს.
- რა მეთოდებით თვალის პრობლემების მკურნალობა?
- ძირითად შემთხვევებში ხდება რეფრაქციის მანკის (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი) კორექცია სათვალით ან კონტაქტური ლინზებით, საჭიროა ფუნქციონალური მკურნალობა თვალშიგა კუნთის ფუნქციის აღსადგენად, მედიკამენტოზური მკურნალობა, ზოგადგამაჯანსაღებელი მკურნალობა და ახლო მანძილზე მუშაობისას სწორი რუჟიმის დაცვა.
სალომე გორგოშიძე