ანტიბიოტიკების გარეშე ცხოვრება არ გამოგვდის ანტიბიოტიკების გარეშე ცხოვრება არ გამოგვდის. თუმცა ის მაინც შეგვიძლია, რომ ამ პრეპარატების მიღებისას შეცდომები არ დავუშვათ. გთავაზობთ მშობლების 6 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას ანტიბიოტიტების მიღებისას.
1. თვითმკურნალობა
სხვა არაფერია, თუ არა თვითდაჯერებულობა და უპასუხისმგებლობა საკუთარი შვილის მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის მკურნალობა თვითნებურად ანტიბიოტიკებით. თუ თქვენი მეზობლის ბავშვს უშველა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილზე ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროთ. გასაგებია, რომ ყველა წამლის დასანიშნად ექიმთან ვიზიტი თანხას მოითხოვს, მაგრამ ტელეფონი ხომ არსებობს? ანტიბიოტიკებით დაწყებას ჯობია ფაგები გამოიყენოთ.
2. ანტიბიოტიკის პროფილაქტიკური გამოყენება ვირსული ინფექციის დროს
მთავარი უბედურება ისაა, რომ მშობელი ანტიბიოტიკებს ასმევს ბავშვს პროფილაქტიკის მიზნით. სხვათა შორის, ზოგიერთი ექიმიც იქცევა ასე.
3. ანტიბიოტიკებს მიღების თვითნებური შეწყვეტა
როგორც კი ბავშვს ტემპერატურა დაუწევს, ზოგიერთი მშობელი ექიმის მიერ დანიშნულ ანტიბიოტიკს აღარ ასმევს. დროზე ადრე ასრულებს მათ მიღებას. კონკრეტული დაავადების დროს გარკვეული რაოდენობის პრეპარატი უნდა მიიღოთ, რათა მინიმუმამდე შეამციროთ რეციდივი.
4. ერთი და იგივე ანტიბიოტიკის მიღება ანალოგიური დიაგნოზის ან რეციდივის დროს
წამლის გამეორებით მიღება ალერგიის ალბათობას ზრდის. ამის გათვალისწინება აუცილებელია, როცა საქმე ბავშვებს ეხება. თუ კონკრეტული დაავადების დროს ბავშვს განსაზღვრულ პრეპარატეს ასმევდით, ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ დაავადების განმეორების შემთხვევაში, ისევ ის პრეპარატი უნდა დაალევინოთ. მას ორგანიზმი შეეჩვია და ჩაბუდებულ ბაქტერიებს ვეღარ გაუმკლავდება.
5. დაიცავით მკურნალობის წესები და დოზა
ანტიბიოტიკების მიღების უნივერსალური წესი არ არსებობს. დაშვებულია დღეში ერთიდან 4 აბის მიღება. საკვებთან ურთიერთშეხამებაც სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება რძესთან ერთად, გასათვალისწინებელია უამრავი ნიუანსი... ინსტრუქციის წაკითხვა და ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.