ბავშვებისთვის სასარგებლოა მიკრობებთან შეხვედრა, ამ სიტუაციაში ბავშვის ორგანიზმი ეჩვევა ბაქტერიებთან "ბრძოლას" ამერიკელი დერმატოლოგების აზრით, ჯანმრთელი ბავშვებისთვის არ არის აუცილებელი ყოველდღე ბანაობა. პირიქით, საზიანოც არის. როგორც ამერიკული აკადემიის დერმატოლოგები აღნიშნავენ, 6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის სავსებით საკმარისია კვირაში 2-3-ჯერ ტანის დაბანა.
"ბავშვებისთვის სასარგებლოა მიკრობებთან შეხვედრა, ამ სიტუაციაში ბავშვის ორგანიზმი ეჩვევა ბაქტერიებთან "ბრძოლას", რაც ამაგრებს იმუნიტეტს", - ხაზგასმით აღნიშნა ვაშინგტონის მედიცინის უნივერსიტეტის დერმატოლოგმა რობერტ სიდბერმა.
რაც შეეხება თავის დაბანას, სქესობრივ მომწიფებამდე საკმარისია კვირაში ორჯერ დაბანა. თუ თმები მშრალია ან ხვეულია, უფრო იშვიათადაც შეიძლება დაბანა - 7-10 დღის შუალედით. თუ ბავშვი გაოფლიანდა ან დადის აუზზე, საკმარისია უბრალოდ წყლის გადავლება - შამპუნის გარეშე. გამოიყენეთ მხოლოდ დამატენიანებელი კონდიციონერი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება შემთხვევებს, როდესაც ბავშვი დაისვრება, დაკავებულია სპორტით, ბანაობს მდინარეში ან ღია, საერთო აუზში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ბანაობა.
12 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც დაიწყება სქესობრივი მომწიფება, მოზარდმა უნდა შეიცვალოს ჩვევა და მიიღოს შხაპი ყოველდღე. თავი დაიბანეთ ყოველ მესამე დღეს. ბავშვების უმრავლესობას არ სჭირდება თმის კონდიციონერი. იგი უნდა გამოიყენოს მოზარდმა, რომელსაც აქვს გრძელი და ხვეული თმა. თმის ბოლოებში წაისვით, რათა კარგად დაივარცხნოთ. "თუ თქვენს ბავშვს ტანზე არასასიამოვნო სუნი აქვს, ან თმები საკმაოდ მშრალი აქვს - მიმართეთ სპეციალისტს".