ბოლო დროს ბევრ რესტორანში არ უშვებენ ბავშვიან სტუმრებს, რათა ბავშვების კაპრიზებით დანარჩენები არ შეწუდნენ შემთხვევა ტეხასში მოხდა. ერთ-ერთი რესტორნიდან მრავალშვილიანი დედა გამოაგდეს, რომელმაც ოთხი თვის ბავშვს საფენი გამოუცვალა რესტორნის დარბაზში, სადაც სხვები სადილობდნენ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის "დასჯილმა" ქალმა მირანდა სოვერსმა თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ დაწესებულებას არ ჰქონდა დედისა და ბავშვის ოთახი, როგორც ბოლო დროს ბვერ ამგვარ დაწესებულებაში არის – ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში.
რაკი ამგვარი ოთახი რესტორანში არ იყო, ქალმა პირდაპირ თავის მაგიდასთან დააწვინა პატარა. თუმცა უსიამოვნო სუნით მეზობელ მაგიდებთან მსხდომნი შეწუხდნენ და ადმინისტრაციაში იჩივლეს. მენეჯერმა მაშინვე მოითხოვა, რომ ქალს თავისი სამი ბავშვით დაეტოვებინა რესტორანი. საკვები კი, რომელიც შეუჭმელი დარჩათ, პაკეტებში ჩაუდეს და გაატანეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დედა პატარა ბავშვით ამგვარი დისკრიმინაციის "მსხვერპლი" ხდება. ბოლო დროს ბევრ რესტორანში არც უშვებენ სტუმრებს პატარა ბავშვებით, რათა ბავშვების კაპრიზებით დანარჩენები არ შეწუდნენ. იმის ნაცვლად, რომ სპეციალური ოთახები მოაწყონ ბავშვებისთვის, ბევრი კაფესა და რესტორნის მფლობელი საერთოდაც იღებს ბავშვის სკამებსა და ეტლებს, რომ ბავშვიანი კლიენტები არ შევიდნენ. რამდენიმე ხნის წინ რუსეთშიც იყო შემთხვევა, როცა დედა ჩვილი ბავშვით მუზეუმში არ შეუშვეს.