ჩახედეთ ამ პატარებს თვალებში და თქვენ წინაშე მთელი მსოფლიო დატრიალდება ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან დაბადებულნი, ზოგიერთი ომის ქარცეცხლში ატარებს ბავშვობის წლებს, ზოგიერთი - სიღატაკეში, ზოგს მეტად გაუმართლა, ზოგს - ნაკლებად. თუმცა ყველანი ბავშვები არიან, ბავშვური სურვილებით, ემოციებით და ოცნებებით. მათი თვალებიც ასეთია - მათი ოცნებებით, ბავშვური აზრებით და კიდევ - მათი ცხოვრებისეული ამბებით სავსე. ჩახედეთ ამ პატარებს თვალებში და თქვენ წინაშე მთელი მსოფლიო დატრიალდება.