ამბობდნენ, რომ იულიას ქართულ სკოლაში უნდა შეეყვანა ქალიშვილი იულია ქავთარაძის მშვენიერი გოგონა, რომელიც უკრაინული და ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, უკვე სასკოლო ასაკისაა. მარგო პირველად წავიდა სკოლაში. მართალია, უკრაინული პრესა წერდა, რომ სავარაუდოდ იულია საქართველოში შეიყვანდა ბავშვს სკოლაში, რადგან ბოლო დროს აქ ბევრ დროს ატარებს და შვილიც ზაფხულში მშობლიურ მხარეში ჰყავდა, საბოლოოდ არჩევანი მაინც უკრაინულ სკოლაზე გააკეთა და მარგო კიევის ერთ-ერთი სკოლის პირველკლასელია.
გოგონას ნამდვილად ერგო მემკვიდრეობით დედის მშვენიერი გარეგნობა.