საცოლემ გადაწყვიტა, ერთგულება საოცარი ფოტოებით გამოეხატა ჯანინი უცნაური საცოლეა. მას არ მოუწია საქორწილო კაბის ჩაცმა ქორწილის დღეს – საქმროს ტრაგიკულმა სიკვდილმა გაყარა შეყვარებულები. თავისი რჩეულის ნათელი ხსოვნა რომ უკვდავეყო, საცოლემ გადაწყვიტა, ერთგულება საოცარი ფოტოებით გამოეხატა.
მისი ხელით შეკერილი ბრწყინვალე კაბა არ ყოფილა ბედნიერების სიმბოლო, არამედ იმ ახალი მხიარული ცხოვრების მოგონება, რომელიც ბედმა არ არგუნა და დაკარგა.
პატარძლის ფოტოგრაფის მედ ედკოკის თქმით, 10-წლიანი მუშაობის განმავლობაში არავის არ შთაუგონებია ასე.
"მას მერე, რაც ჯანინის ამაღელვებელი ამბავი გავიგე, მომინდა მისთვის რაღაც მართლა ჯადოსნური გამეკეთებინა!" - თქვა ფოტოგრაფმა.
ჯანინიმ კი აღიარა, რომ ფოტოსესიის დროს ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ჯონი სადღაც სხვა სივრციდან უღიმოდა და ლოცავდა.
"მინდა ვიმოგზაურო, გამოვიკვლიო სამყარო და ჩემი განცდები სხვა ადამიანებს გავუზიარო!" - ეს გულახდილად თქვა პატარძალმა, სანამ ფოტოაპარატი ჩხაკუნობდა.
აი რჩევა, რომელსაც ჯანინი აძლევს ყველას, ვინც მძიმედ განიცდის ახლობელი ადამიანის დაკარგვას:
"მოუსმინე შენს გულს!"
"ახლა მგლოვიარე ხარ და დრო გინდა, რომ განაგრძო ცხოვრება".
"შენ გაქვს უფლება, რომ გამოიტირო ტკივილი და იყო მარტო. მაგრამ არ გაირიყო სამყაროსგან, ახლობელი ადამიანებისგან. ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან".
"როცა ფოტოგრაფი ჩემთან მუშაობდა, ამ საშინელი სამი თვის განმავლობაში პირველად ვიგრძენი თავი მხიარულად, ჩემში რაღაც საოცრება მოხდა".
"მიმართე დახმარებისთვის ადამიანებს, როცა გიჭირს, და სამყაროც დაგეხმარება!"