მას მერე ყოველდღე ერთად ატარებენ შუადღის ძილის საათებს ტეო მშვენიერი რვა თვის ლეკვია, რომელიც ძაღლების თავშესაფარში აიყვანეს. იმ მომენტიდან, როცა ტეო ახალ სახლში გადავიდა, ადამიანურ სითბოსა და მეგობრობას იყო მოწყურებული და იპოვა კიდეც საუკეთესო მეგობარი – ორი წლის ბო.
უკვე მესამე დღიდან ტეო პატარა ბოს შეუერთდა და ძილის დროს ბავშვის გვერდით ატარებდა. მას მერე ყოველდღე ერთად ატარებენ შუადღის ძილის საათებს.
ბოს დედამ ეს მეგობრული სინაზე ვერ დატოვა ყურადღების გარეშე და მთელი ფოტოპროექტი შექმნა. შემდეგ ეს ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
"როცა ძაღლების თავშესაფარში ბო ვოლიერში შევიდა, ტეომ პირველად მასთან მიირბინა და მუხლებზე მიეხუტა. ტეო მას მერე ჩვენი ოჯახის წევრი გახდა", - იხსენებს ბოს დედა.