დედამისი ამბობს, რომ კინაღამ გონება დაკარგა, როცა მისი ახალდაბადებული შვილის კიდურები დაინახა აკშატ საკსენა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მრავალთითა ადამიანი მსოფლიოში. ბავშვს, რომელიც თავის მშობლებთან ერთად ინდოეთის ჩრდილოეთში ცხოვრობს, შვიდი თითი აქვს თითოეულ ხელზე და ათი თითოეულ ფეხზე.
ექიმები რამდენიმე ოპერაციას გეგმავენ, რომ აკშატს ზედმეტი თითები მოაცილონ და მან ხელებით მარტივი მოძრაობების შესრულება შეძლოს. როგორც დედამისი ამბობს, ძალიან ბედნიერი იყო, როცა შვილი გაუჩნდა, მაგრამ მისი ხელები და ფეხები რომ დაინახა, კინაღამ გონება დაკარგა.