14 მილიონი ბავშვი ქორწინდება ყოველ წელს გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე. ჩემი სახელია ტეა, ვარ 12 წლის, მეშვიდე კლასში. 2014 წლის 11 ოქტომბერს გავთხოვდები 37 წლის კაცზე. ასე რომ, ჩემს ბლოგზე შეძლებთ წაიკითხოთ, როგორ ვემზადები ქორწილისთვის...
ეს ამბავი ნორვეგიაში მოხდა. ეს ინფორმაცია ტეამ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. იდეის ავტორებმა "ქორწინების თარიღი" დაამთხვიეს გაეროს მიერ დაწესებულ გოგონათა საერთაშორისო დღეს.
ყოველდღე მსოფლიოში 39,000 ახალგაზრდა გოგონა თხოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 14 მილიონი ბავშვი ქორწინდება ყოველ წელს. ტეას ბლოგი ზუსტად ერთ დღეში ნორვეგიის ყველაზე პოპულარულ ბლოგად იქცა. მკითხველები პოლიციასაც კი დაუკავშირდნენ, რათა გოგონას მომავალი ქორწილი შეეჩერებინათ. ასევე შეიქმნა სპეციალური საიტი www.stoppbryllupet.no, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხმა მისცეს გოგონათა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ. ეს კამპანია კი იმისთვის გაკეთდა, რომ საზოგადოებას ამოეღო ბავშვთა უფლებების ასეთი უხეში დარღვევის შესახებ. 12 წლის გოგონას გათხოვებამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
11 ოქტომბერს გოგონა საკურთხეველთან მივიდა, რათა 37 წლის კაცზე დაქორწინებულიყო. მღვდელი ღმერთზე და სიყვარულზე ელაპარაკებოდა "წყვილს". ბოლოს გადამწყვეტი მომენტი დადგა და მღვდელმა იკითხა: - ტეა, თანახმა ხარ?
ტეას არაფერი უპასუხია, დარბაზმა კი ერთხად შესძახა: - ტეა, თქვი - არა!
ტეას მომავალი გადარჩა, მაგრამ ყოველდღიურად ათასობით ასეთი გოგონა კარგავს ბავშვობას, ხდება სექსუალური ძალადობის, ტრეფიკინგის დანგრეული ცხოვრების მსხვერპლი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ