არავის სჯეროდა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა ექიმები არ იძლეოდნენ გარანტიას, რომ გადარჩებოდა. ბავშვი ორსულობის მე-5 თვეში დაიბადა და სულ 500 გრამს იწონიდა. სამწუხაროდ, ეს ციფრები ნაკლებად შეთავსებადია სიცოცხლესთან.
თუმცა ექიმები დაუღალავად იბრძოდნენ პაწაწინა ტკორდოლინოს სიცოცხლისთვის. საბედნიეროდ, რწმენა და თანამედროვე მედიცინა სასწაულებს სჩადიან. ფიზიკურად სუსტი ბავშვიც სულით ძლიერი აღმოჩნდა – ძალიან უნდოდა სიცოცხლე. და გადარჩა კიდეც...
ძალიან ამაღელვებელი ფოტო: მამას პირველად უჭირავს ხელში თავისი ვაჟი. პრაქტიკულად, მის ხელისგულზე ეტევა. პატარა ტკორდოლინოს ხელი კი მამის ფრჩხილის ტოლია.
თუმცა აი, ეს პატარა, 130 დღის შემდეგ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოწერის შემდეგ. მას ვეღარც იცნობთ. ბოლოს და ბოლოს, შეძლეს მისი ოჯახში წაყვანა – ამ დროს უკვე 3,5 კილოგრამს იწონიდა.
აქ კი ტკბილად სძინავს... ბიჭუნა გადარჩა და ახლა ძალებს იკრებს შემდგომი გმირობებისთვის. რწმენას და სიცოცხლის წყურვილს მართლაც შეუძლია სასწაულების მოხდენა.