ნუთუ შეიძლება, ერთი იყოს ბედნიერი, როცა ყველა დანარჩენი მოწყენილია? ანთროპოლოგმა აფრიკული ტომის ბავშვებს შესთავაზა, ერთი სახალისო თამაში ეთამაშათ. ხესთან დადგა ხილით სავსე კალათა და გამოუცხადა ბავშვებს: "ვინც პირველი მიირბენს ხემდე, ტკბილი ხილით ჩაიტკბარუნებს პირს".
როცა ბავშვებს ანიშნა, გარბენი დაიწყოო, მათ ერთმანეთს მაგრად ჩაკიდეს ხელები და ერთად გაიქცნენ, მერეც ერთად დასხდნენ და გემრიელი ხილით დაკბნენ.
გაოგნებულმა ანთროპოლოგმა ჰკითხა პატარებს, რატომ გაიქცნენ ერთად, თითოეულს ხომ შეეძლო, პირადად მიეღო გაცილებით მეტი ხილი. ბავშვებმა უპასუხეს: "ობონატო". ნუთუ შეიძლება, ერთი იყოს ბედნიერი, როცა ყველა დანარჩენი მოწყენილია?
"ობონატო" მათ ენაზე ნიშნავს: "მე იმიტომ ვარსებობ, რომ ჩვენ ვარსებობთ".