14 თვის ბავშვი თავისი მაისურით იყო დაკიდებული კარზე მიმაგრებულ ლურსმანზე 18 წლის ალექსის ბრიდენი ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააპატიმრეს მას მერე, რაც "ფეისბუქზე" თავისი შვილის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე 14 თვის ბავშვი თავისი მაისურით არის დაკიდებული კარზე მიმაგრებულ ლურსმანზე. ფოტოს განმარტებაც ჰქონდა, რომ თურმე ბრიტანელი ალექსისი ასე მას შემდეგ მოიქცა, რაც ბავშვს გვარიანად ეჩხუბა "მისი უსაქციელობის გამო".
როგორც ძიების შედეგად გაირკვა, ბავშვის მშობლებმა იჩხუბეს და ეს ფოტო მის "ფეისბუქის" გვერდზე ალექსისის ქმარმა გამოაქვეყნა, ცოლი რომ ემხილა.
ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ალექსისის მსგავსი ყველაზე ცუდი მშობლები, რომლებიც თავიანთი უსაქციელობის გამო ჯერ არ დაუპატიმრებიათ, თუმცა მათ ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში იმის აღსანიშნად, თუ როგორი არ უნდა იყოს მშობელი.