4-საათიანი ოპერაციის შემდეგ ბიჭს ზედმეტი კიდურები მოაშორეს იმდოელი დიიპაკ პასვანი იშვიათი ანომალიით დაიბადა – მის სხეულს ჰქნდა შეზრდილი მისი განუვითარებელი ტყუპისცალი, ე.წ. პარაზიტული ტყუპი. დაბადებისას ბიჭს 8 კიდური ჰქონდა – თავისი ოთხი და შეზრდილი – კიდევ ოთხი. ამიტომ მას რვაფეხა ბიჭს ეძახდნენ, თავის სოფელში კი ღვთაებადაც მიიჩნევდნენ – ვიშნას მიწიერ განსხეულებად. თუმცა ზოგიერთს ეშმაკის ქმნილებადაც მიაჩნდა.
ღარიბი ოჯახის უფროსი დიდხანს ეძებდა კლინიკას, სადაც ექიმები უფასოდ ჩაუტარებდნენ დიიპაკს ოპერაციას. "ყოველდღე ვლოცულობდი, რომ ბოლოს და ბოლოს მომეძებნა ქირურგი, რომელიც ჩვენს შვილს ნორმალურად ცხოვრების უფლებას დაუბრუნებდა", - ამბობს ბიჭის მამა.
საბოლოოდ ასეთი ქირურგი მოიძებნა და 4-საათიანი ოპერაციის შემდეგ ბიჭს ზედმეტი კიდურები მოაშორეს. ამიერიდან ჩვეულებრივ შეძლებს ცხოვრებას.