ქალი ნამდვილ გმირად და ჭეშმარიტი დედის სიმბოლოდ აღიარეს თალიბების მიერ მოკლული ავღანელი პოლიციელის დედა, ცოლი და და რამდენიმე ათეული ბოევიკის მოსაკლავად ნამდვილ ბრძოლაში ჩაებნენ. პოლიციელის დედამ "თალიბანის" 25 მებრძოლი მოკლა, რათა თავისი შვილის სიკვდილის გამო შური ეძია. ბიჭი მის თვალწინ მოკლეს და რეზა გული იქვე, მკვლელობის ადგილას, რძალსა და ქალიშვილთან ერთად ჩაერთო ბოევიკებთან ორთაბრძოლაში – სროლა 7 საათს გაგრძელდა და შედეგად 25 მოკლული თალიბის გარდა, კიდევ 5 დაჭრილი იყო.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დედას არ გაასამართლებენ, არც "თალიბანის" წარმომადგენლებს გაუკეთებიათ კომენტარი. მის სამშობლოში კი ქალი ნამდვილ გმირად და ჭეშმარიტი დედის სიმბოლოდ აღიარეს.