არადა, ეს პატარები სასიკვდილოდ გაიმეტეს - ასეთი კეთილი ადამიანების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს! ყოველ წელს სეულში, სამხრეთ კორეაში, ასობით ახალშობილს ტოვებენ ქუჩაში. მათი უმრავლესობა ფიზიკურად ან გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვია, ასევე – უკანონოდ გაჩენილი. ქრისტიანულ სამხრეთ კორეაში ძალიან მკაცრი წესებია: კანონგარეშე ბავშვის გაჩენა აკრძალულია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ყოლა კი – დიდი სირცხვილი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თუ მათზე არავინ იზრუნებს, ასეთი პატარები ან იხოცებიან, ან ობოლთა თავშესაფრებში ხვდებიან.
სანამ ეს "ეპიდემია" ყოველწლიურად მატულობს, ეს საოცარი ადამიანი მართლაც უდიდეს გმირობას სჩადის – ახალშობილებს უდავო სიკვდილისგან იხსნის.
ვინც ლი ჯონგ რაკის შესახებ გაიგო, ყველა ამბობს, რომ სწორედ ის არის ნობელის პრემიის ღირსი. ამ ადამიანმა არა მხოლოდ გააცნობიერა ეს უდიდესი პრობლემა, არამედ გულთან ახლოს მიიტანა და გადაწყვიტა მოეძებნა სხვა გზა ამ ბავშვებისთვის. ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრება მკვეთრად შეცვალა: თავისი სახლის კედელში მან პატარა კარადა მოაწყო, რომელსაც "ბეიბი-ბოქსი" დაარქვა (ინგლისურიდან თარგმანში "კოლოფი ბავშვისთვის"). ამ "ბეიბი-ბოქსის" პრინციპი ასეთია: მას აქვს გათბობის და ასევე სიგნალიზაციის სისტემები. ბავშვი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დატოვონ ამ კარადაში, არ იყინება. თანაც, სიგნალიზაცია მაშინვე ირთვება და ჯონგ რაკს ამცნობს, რომ ახალი ბინადარი შეემატა.
ამ კაცის მიზანია, სეულში მცხოვრებ სასოწარკვეთილ ქალებს ალტერნატივა შესთავაზოს. ეს არ არის მარტივი ინიციატივა – უკიდურესად რთული და მნიშცნელოვანი საქმეა. პასტორმა ლიმ ყველაზე მეტად მაშინ გააცნობიერა პრობლემის ტრაგიკულობა, როცა დაინახა, ერთ-ერთმა ასეთმა დედამ როგორ მოიმზადა საწამლავი თავისთვის და თავისი ახალშობილი ბავშვისთვის. ის თვალებს არ უჯერებდა! ძნელად დაარწმუნა ის ქალი, არ დაეღუპა საკუთარი თავი და ეს პაწაწინა არსება. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ შექმნა "ბეიბი-ბოქსი".
თავიდან ეეჭვებოდა, ეგონა, არავინ ისარგებლებდა ამ შესაძლებლობით. მაგრამ შეცდა – იმაზე მეტ ბავშვს ტოვებდნენ დღის განმავლობაშიც კი, პასტორი გაოცებას ვერ მალავდა. ღამით თუ დილას, პასტორისთვის დატოვებული ბარათებით თუ მათ გარეშე. ბოლო წლის განმავლობაში პასტორმა 6 ბავშვი იშვილა. ის და მისი ცოლი ამ პატარებზე საკუთარი შვილებივით ზრუნავენ. ზოგიერთებზე უშვილო წყვილები ზრუნავენ – ისნი პასტორთან მიდიან თხოვნით, შემდეგ კი ყველა ოფიციალური საბუთის შევსება მიდის, რასაც პატარის ახალ ოჯახში წაყვანა მოჰყვება. სამწუხაროდ, პასტორს იმდენი შესაძლებლობა არ აქვს, ყველა ბავშვი თავისთან დაიტოვოს.
თანამემამულეები დიდ პატივს სცემენ ლის – ის ხომ არა მარტო სიცოცხლეს უნარჩუნებს პატარა არსებებს, არამედ გულწრფელად უყვარს ისინი, ვისი დანახვაც კი არ უნდა ბევრს.
ასეთი საოცარი სულის ადამიანებსა და მათ საქციელზე ბევრმა უნდა იცოდეს. თუ ასეთები მეტნი იქნებიან, სამყაროს მართლაც არ უწერია გადაშენება.
ასევე იხილეთ: სიცოცხლის სარკმელი - როგორ ტოვებენ ახალშობილებს დედები
მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს ამ საოცარი ადამიანის შესახებ
ჩაიფიქრე სურვილი - მძიმე სენით დაავადებული პატარების უკანასკნელი ბედნიერება