9 წლისა ხუთ კილოგრამს იწონის და ჩვილს ჰგავს გაბი უილიამსს თავის ტვინის ანომალია აქვს, მისი მხედველობითი ნერვი მშობიარობის დროს დაზიანდა. გოგონას აქვს ასევე გულის მანკი, მგლის ხახა და ანომალიური საყლაპავი რეფლექსი, ამიტომაც ჩვეულებრივად ვერ იკვებება – მხოლოდ ცხვირში მიმაგრებული მილით იღებს თხევად საკვებს. გაბისთვის თითქოს ყველა უბედურებამ მოიცალა – ის მუნჯია და შეუძლია მხოლოდ ტირილი, ასევე გაუცნობიერებელი ღიმილი. ამდენი დაავადების ნაკრების გამო მას მუდამ ბავშვის სახე და სხეული აქვს.
მისი დაბადების შემდეგ მისმა მშობლებმა კიდევ ორჯერ გაბედეს შვილების გაჩენა – მათდა სასიხარულოდ, ორივე შემდეგი შვილი ჯანმრთელი დაიბადა. ბოლო პერიოდში გაბისაც აღარ დაატარებენ ექიმებთან და მიიღეს ფაქტი, რომ გოგონა ვერასდროს განიკურნება.
მას უბრალოდ ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ დაავადებების სიმძიმე ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ და ცოტათი მაინც კარგად იგრძნოს თავი ოჯახურ გარემოში.
მანამდე მეცნიერები აქტიურად შეისწავლიდნენ მის ფენომენს, სურდათ მარადიული ახალგაზრდობის ფენომენისთვის მიეგნოთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ სიბერე, ასეთ – ბავშვურ სხეულში, ამ ანომალიის დროსაც დგება, უკვე 20 წლის მერე. 40 წლისთვის კი მნიშვნელოვნად შესამჩნევია.
მას მერე, რაც რამდენიმე წლის წინ გაბის მშობლებმა დაიწყეს ბავშვთან ერთად მოგზაურობა მსოფლიოში, რათა რაიმე შეეტყოთ ბავშვის დაავადების მიზეზებზე, გაბის შესახებ ყველამ გაიგო. გარდა ამისა, მსოფლიოში კიდევ აღმოჩნდა მსგავსი შემთხვევები. მაგალითად, ფლორიდაში ცხოვრობს ამავე დაავადების მქონე 29 წლის მამაკაცი, რომელსაც 9 წლის ბავშვის სხეული აქვს.
ბრაზილიაში კი 31 წლის ქალი დღემდე ბავშვს ჰგავს. მისი ამბავიც ძალიან ჰგავს ბრედ პიტის მონაწილეობით ცნობილ ფილმს "ბენჯამენ ბატონის იდუმალი სიტორია" – როცა ადამიანი ოთხ წელიწადში იზრდება ისე, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი ერთ წელიწადში.