როცა გავიზრდები, მოჯაჰედი ვიქნები და თქვენ, ურწმუნოებს მოგკლავთ! ეს ვიდეოები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა და საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას – მსოფლიოს მასშტაბით არსებული ტერორისტული, რელიგიური თუ სხვა სახის რადიკალური დაჯგუფებები მასობრივად იყენებენ ბავშვებს თავიანთი მიზნებისთვის. პატარები "იდეალურ მანქანად" იქცნენ რადიკალურ ისლამისტთა ე.წ. წმინდა ომისთვის. ბავშვებს, რომლებიც არა მხოლოდ ტრადიციული ისლამისტური ქვეყნების წარმომადგენლები არიან, მათი მშობლები ნებაყოფლობით "აბარებენ" ბანაკებში, სადაც მომავალ სისხლიან და დაუნდობელ მებრძოლებს ზრდიან. ერთ-ერთ ვიდეოზე ყაზახი ბავშვები არიან ასახული – მათი მშობლები ყაზახეთიდან აიყარნენ და მოჯაჰედებს შეუერთდნენ, რომ იბრძოლონ ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად.
"როცა გავიზრდები, მოჯაჰედი ვიქნები, რომელიც თქვენ, ურწმუნოებს მოგკლავთ", - ამბობს ფორმაში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც უკვე ისეა "დამუშავებული", მორალურად თუ ფიზიკურად, მართლა არაფრის ეშინია და თვალის დაუხამხამებლად შეუძლია არა მხოლოდ სხვებთან ბრძოლა, საკუთარი თავის გაწირვაც.