ერთი კეთილი და სულგრძელი დედის ამბავი ტრაგედია მოხდა. შვილის დაბადების შემდეგ კელი და მისი ქმარი უბედნიერესები იყვნენ. ოცნებობდნენ დიდ მომავალზე. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა - ოჯახი ავტოკატასტროფაში მოყვა. კელის სერიოზული დაზიანებები არ ჰქონია, თუმცა მისი ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, პატარა ელი კი, რომელიც მაშინ ერთი წლის გახლდათ, რეანიმაციაში მოხვდა და ძლივს გადარჩა. რასაკვირველია, ქალმა უმძიმესი წუთები გადაიტანა, მაგრამ წლებთან ერთად მოერია ამ ძლიერ ტკივილს და ტრაგედია გადალახა.10 წლის შემდეგ, კელიმ, რომელსაც უკვე მეორე და ძალიან მოსიყვარულე მეუღლე უმშვენებდა გვერდს, გადაწყვიტა, შეეკრიბა ყველა ის ადამიანი, ვინც მისი შვილი გადაარჩინა და ფეხზე დააყენა.
მან ჩაიფიქრა "მადლიერების პროექტი", თავად მოძებნა ყველა - მაშველებიან-ექიმებიანად, ვინც კი იყო ჩარეული მისი შვილის გადარჩენის პროცესში, პირადად გადაუხადა მადლობა და მიიწვია საგანგებოდ მათთვის მოწყობილ ბანკეტზე.
კელი ჰედოკის საქციელი ბევრისთვის იქცა სამაგალითოდ და ვიდეო, რომელშიც ეს ყოველივეა ასახული, საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა ინტერნეტსივრცეში. ადამიანები, რომლებიც მძიმე წუთებში გვეხმარებიან, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც გვიხსნიან, ნამდვილად არიან მადლიერების ღირსნი.